როცა სიტყვებმა დაკარგეს ძალა და მნიშვნელობა, თანამდებობის პირებმა ჯიბეებზე მოისვეს ხელი, ეცოტავათ, საქმეს შეუდგნენ.
რა უნდა მოხდეს დღეს, მაცივარი ისევ ცარიელია, ბავშვები ეზოში თამაშობენ, არდადეგები. მორიგი დღეა, სხვა დღეებივით გადარჩენაა მისი მიზანი, იმედი გაქვს, არ დანებდები.
როცა სირენები ძველ შენობებს მოადგებიან, ბავშვები სახლებში გარბიან, უფროსები სახლებიდან. გამოსახლება იწყება.