ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2025


ისევ

სადღაც ხევებში მგლები ყმუიან...
სადღაც მდინარე ასცდა კალაპოტს.
მზე კი ღრუბლებით შენიღბულია,
რომ ისე ძლიერ აღარ ანათოს.
შენ მიდიხარ და მე  ვიწყებ ლოდინს.
გავყურებ ცისკენ აღმართულ ანძებს...
რომ არაფერი აღარ გამომდის,
ჩემს თავს დუმილის უფლებას ვაძლევ.
ისევ მოვიდნენ თეთრი ლანდები.
მე სულ ახლახანს გამოვიღვიძე.
ისევ თავიდან შემიყვარდები.
ისევ ლოდინი... და ვერ გივიწყებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები