ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2025


იკურნებაო?

იკურნებაო? არა, მეთქი.
ვუთხარი და შემოვტრიალდი, ტირილი არ მორიდებოდა.
რა გახდა მერე, ერთი ქრონიკული ავადობა. ცხოვრებაც რაა.
ცხოვრობ და ყველა ნაბიჯზეა სიკვდილები და სიკვდილების პოტენციალი.

გამარჯვებების ქვეყანა არ ვართ, ამიტომ ვართ გაუტეხელი.

ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაცი მალე გიჟდება.
ვინც გაიმარჯვა სიკვდილზე, შენზეც უნდა გაიმარჯვოს.
ვინც გაიმარჯვა სიღარიბეზე, შენზეც უნდა გაიმარჯვოს.
ინდივიდი აღვირახსნილია მარტოობაში.
მარტო მარცხსა და გამარჯვებაში.

ხე ცალ ნაყოფს არასდროს ისხამს.

არ ინკურნება. ქრონიკაა უსასრულო, ცოდნის, არცოდნის, რაც გიხარია, გწყინს, გძულს, გაწვიმს, გათოვს და გყინავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები