ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2025


მე ვითომ პოეტი

დილიდან, მზე თითქოს ნაკვერჩხალს აღვივებს.
ვიზოგავ ჰაერსაც, შენ შეგხვდეს რომ მეტი,
გძინავს და შენ ჩემი ჩურჩული გაღვიძებს,
ლექსებს რომ გიკითხავ, მე ვითომ პოეტი.
დავფრინავ ხანდახან,არა მაქვს თუმც ფრთები.
ხანდახან... მიწისთვის როცა ვარ ზედმეტი.
სიტყვებით ავავსე ყვითელი ფურცლები,
ვეძებ და რატომღაც დავთვალე ვერც ერთი.
ცას ვწვდები ხანდახან, ვერევი გოლიათს.
ვერევი სამყაროს და ვკვდები მაშინვე .
ხანდახან არც ღმერთი არსებობს მგონია
და მერე უღმერთო ცხოვრება მაშინებს.
ვიზოგავ ყველაფერს,დაგითმო რომ მეტი.
შენ გესმის, სხვა ალბათ გაიგებს ვერავინ,
შენ გიძღვნი ყველა ლექსს, მე ვითომ პოეტი
და გიწერ წერილებს, მე ვითომ მწერალი.

                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები