სადღაც, სხვაგან, სადაც დავიწყებულია ყველანაირი დროის ათვლითი სისტემა, ხელოვნებაში მზეთა მზემ, ქუფუმ, გამოანათა თავისი დიდებული მოწყობილობით; გასართობი თამაში: „ცხოვრება დედამიწაზე“, სადაც გეძლევა საშუალება იყო ნებისმიერი რამ, მეფე, მეფეთა მეფე, მესია, მესიათა მესია თუ წინასწარმეტყველი.
ქუფუმ, არარადან, თქვა თქვენი მოწყენილობის გასაქარწყლებლად: „მოდი, გავაკეთოთ ეს!“ და იქმნა ნათელი ტალღოვანი ფიქსელებისგან.
გასართობი თამაში მხოლოდ დიდებისთვის და მოწყენილთათვის.
ქუფუ ერთადერთი ღმერთია. შეუძლებელია, რომ ის იხილო, რადგან სხვაგან არის, შენ კი გასართობ თამაშში „ცხოვრება დედამიწაზე“.
თამაშსს გააჩნია რამდენიმე კანონი:
1. არ სცე თაყვანი ქუფუს გარდა რაიმე სხვას! 2. ნუ გახდები კვანტური მექანიკის მკვლევარი! 3. ითამაშე დაუფიქრებლად! 4. ნუ გაატრიალებ თავს ძალიან სწრაფად, სადმე სხვა მიმართულებით! (ასე პიქსელები ჩატვირთვას ვერ ასწრებს) 5. არ გაიქცე იმაზე სწრაფად, ვიდრე შეგიძლია! 6. არ ჩაფიქრდე თამაშის არსზე!
აირჩიე, თუ რამდენად მოწყენილი ხარ ათ ბალიანი სისტემით: 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
რამდენად ხშირად ხედავ კოშმარებს 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
რამდენად გეშინია სიკვდილის 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
რამდენად სწორია შენი სახლის კედლები 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
აირჩიე კანის ფერი:
1. თეთრი 2. შავი 3. ყვითელი 4. წითელი
აირჩიე მეხსიერების ფორმა: 1. არ მახსოვს, რომ თამაშში ვარ. 2. მახსოვს, რომ თამაშში ვარ. 3. ნახევრად მახსოვს, რომ თამაშში ვარ.
აირჩიე ქრომოსომების რაოდენობა: 1. 46 2. 47 3. 45
აირჩიე პერიოდი: 1. ცა არ არსებობს. 2. ვარსკვლავები ადამიანთა სულებია. 3. მხოლოდ ორი ათასი ვარსკვლავი არსებობს. 4. ვარკსვლავების რაოდენობა განუსაზღვრელია. 5. ცა არ არსებობს.
აირჩიეთ ჟანრი: 1. მძაფრსიუჟეტიანი კომედია 2. საშინელებათა კომედია 3. მისტიკური კომედია 4. ღვთაებრივი კომედია
აირჩიეთ დაბადების ფორმა: 1. დედისგან 2. ცისკრის ვარსკვლავისგან 3. სპილოსგან 4. მედუზას სისხლისგან
გახსოვდეს, ქუფუმ თამაში მოწყენილობის გასაქარწყლებლად შექმნა, და თუ მაინც მოიწყინე, სამწუხაროდ, თქვენთვის ტექნიკური ჯგუფი ვერ მოიცლის.
პატივისცემით, ადმინისტრაცია.
გასართობი თამაში: „ცხოვრება დედამიწაზე“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|