ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2025


ისე დამჭირდი


ღამის აჩრდილი სურვილებს ლეწავს.
ცაში მთვარე კი ბევრად გაჭრილი,
ისე სათუთად იხურავს ზეწარს...
როგორც ჰაერი , ისე დამჭირდი.

ვიყოფი ორად, სამად და ოთხად...
საკმარისია ვფიქრობ სრულებით.
ცვილის სანთელი ანათებს ოთახს
და ყველაფერი არის სულერთი

ახლა. დავუცდი მხოლოდ განთიადს,
რომ გადამალოს მთვარე გაჭრილი.
თითქოს გარშემო ცეცხლი ანთია...
როგორც ჰაერი,ისე დამჭირდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები