ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2025


უცნაური სიმშვიდე

შენ სადღაც შორს ხარ, ასე მგონია.
მოგძებნო, მე კი არა მაქვს ნება.
დილიდან ვუცქერ ამ მთებს თოვლიანს
და მეუფლება ამპარტავნება.
ჩემი ადგილი ვერ ვპოვე ვერსად.
მალე მივაღწევ სამყაროს კიდეს.
შევქმენი ჩემთვის უღრუბლო ზეცა
და ვარსკვლავებსაც მე თვითონ ვკიდებ.
არ დაწყებულა ჯერ წირვა დილის,
უფრო ადრეა, ვიდრე ცისკარი,
დაჯერება მსურს იმ სინამდვილის,
ახლა , რომ ჰქვია ტკბილი სიზმარი.
შენ სადღაც შორს ხარ, მაინც მგონია,
მოხვალ, ვიქნები მე არსად, ვიცი,
დღეს მარტოობამ ამიყოლია .
არც ხვალ იქნება სხვა დასაწყისი...
    2022
                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები