ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2025


საქართველოა ჩემი საუნჯე

ჩემი დეიდაშვილის - გიორგი გიორგიძის, მისი მეუღლის - მარი ჩიკვაიძისა და გამომცემლობა ,,კალმოსანი“-ს ხელმძღვანელის - ხვიჩა ყალაბეგაშვილის წყალობით გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული ,,საქართველოა ჩემი საუნჯე“.

სათაურიდან გამომდინარე კრებულში
საქართველოზე ლექსები შევიტანე (სასიყვარულო ჟანრის ლექსებს ცალკე გამოვცემ სიყვარულით დაზაფრულებისთვის).

პრეზენტაციას დიდი ალბათობით ჩემს მშობლიურ ფოთში გავმართავ...

ჩემს სათქმელს 2005 წლიდან პოეზიით ვამბობ. საოცარი რამ არის პოეზია, ანდამატივით იზიდავს
მკითხველს.

კრებულში შევიტანე ტაო-კლარჯეთზე დაწერილი ლექსებიც. ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი
მაქვს შექმნილი.

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვეწვევი ტაო-კლარჯეთს და აუცილებლად მოვილოცებ. ძალიან დიდი
სურვილი მაქვს ამის.

დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება ტაო-კლარჯეთი თავის დედასამშობლოს. მთავარია, რწმენა არ
დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.

უფალი გვწყალობდეს კარგ ქართველებს...

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები