ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2025


%%%

                     
ციდან ხმაურით ჩამოდის წვიმა,
ჩემმა ფიქრებმაც დამტოვეს მარტო.
სასაცილოა — მე ასეთი ვარ,
თავი ვიღასთან უნდა ვიმართლო?

წყვეტილი ხაზით ვიყოფით ორად
და სიყვარულსაც სჭირს არითმია.
შენ მთვლი უაზრო ფანტაზიორად —
გადაგარწმუნო, თუმც არ მიცდია.

ვერ ვეგუები — უკვე იმდენჯერ
ვერ მოვერიე უსამართლობას.
ხან მჯერა ღმერთის, ხან ვერ ვიჯერებ —
და სულ უღმერთო ვხდები რატომღაც.

როცა ღამეა და როცა წვიმა
ფანჯრის რაფებზე ვარსკვლავებს ხატავს,
მე ჩვეულებრივ გიყურებ მშვიდად —
და მიხარია, რომ აი, აქ ხარ.
2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები