ვერაფერს, რასაც ფორმა და შინაარსი აქვს, ვერ გავექეცი, დახრჩობის მეშინოდა და უწყლოდ სიკვდილი მივიღე. კანონზომიერებაა, რომ სხვები მიდიან და მე ვრჩები სამყაროსთან, ყველა სხვა ობიექტიდან თანაბრად დაშორებული სხეული. ბავშვებს ასწავლიან, რომ ლექსი ყოველთვის სამშობლოზე იწერება. ვერ შევეჩვიე, როგორ ვწერო ისე, რომ თან შენს სიყვარულზე ვმოძღვრავდე მრევლს ყრუ მოლასავით და თან სამშობლოს ვუყვებოდე, რომ ისევ მიყვარს. ბევრს ვლაპარაკობ, მერე პეშვში, შენს ხელში ვქრები, თითქმის არ მძინავს, ყოველთვის ვიცი, როდის მაქცევ ზურგს, როცა დაიღლები, რადგან ჩემი სხეული უწონადობა არც არასდროს ყოფილა და სიმსუბუქეც, მენჯებიდან ხელის მტევნამდე, სხეულს გატკიებს. შენზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა ყოფითი წვრილმანებისა - როგორ უვლი აივანზე მოყინულ ჩიტებს, როგორ აფარებ ფარდას ყველა აქტის წინ, თითქოს სპექტაკლი, რომელიც გუშინ დავასრულეთ - აღარ იქნება. დაწოლამდე წინდებს ვიხდით - ყველაზე ბოლოს, ასე მოგეცი ბავშვობიდან ბოლო ამბავიც, - ყრუ მოლა მოკვდა და მე მაინც ვერ მოვიშალე ვუყურებდე ჩემს ცივ სხეულს, გადარჩენილი მოჰიკანი, სპექტაკლის ბოლოს, სააბაზანოს ძველ სარკეში, ვუყურებდე ჩემს თვალებს და ვიხსენებდე, როგორი იყო წინა ღამე ჩემს სამშობლოში. ამ ზღაპრებიდან თუ რამეა გადარჩენილი, მხოლოდ ასეთი - უფორმო და უშინაარსო - მე ხომ ვერაფერს შევეგუე, რასაც წესები, კანონები, ფორმები და შინაარსი აქვს, მაგრამ ვისწავლე, როგორია ვწერო ორივეს სიყვარულზე ერთდროულად - რაკი შენგან და სამშობლოსგან თანაბრად ვარ დაშორებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა, @მარიამ.კ. დიდი მადლობა, @მარიამ.კ.
4. საინტერესო ლექსია, მომწონს! საინტერესო ლექსია, მომწონს!
3. კაი ბოვში ხარ კაი ბოვში ხარ
2. @იისფერი ოთახი, ძალიან დიდი მადლობა :)))) @იისფერი ოთახი, ძალიან დიდი მადლობა :))))
1. არაჩვეულებრივია! ამ სიტყვის ყველაზე რთული გაგებით... )) არაჩვეულებრივია! ამ სიტყვის ყველაზე რთული გაგებით... ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|