ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2025


ნუ დამაბრალებ

ნუ დამაბრალებ ორგულობას, რადგანაც ვფიცავ,
ყველა ავხორცი გრძნობა მახლდა, ღალატის გარდა.
თუ ვეღარ იგრძნობ მტანჯველ გრძნობას,  ახლაც , რომ ვიცავ
და როგორ ვიწვი , ჩამონგრეულ ოთახის კართან.

რა უნდა შევძლო , უბადრუკი მიზნების ზვავში?
თუ კი უმთავრესს  გაეცალა, კდემა და ფერი...
ტირილს ვერ იგრძნობ , ამოხეთქილ ყვირილის ხმაში
და მეც დამტვრეულ ხერხემალზე მენგრევა  ჭერი .

იყოს ზმანება, ვერ გავუგე  ამა ქვეყნიურს ...
როგორც მთქნარება, მორეული შუაღამის ტეხვით
და თუ დუმილსაც შეუძლია შეპაექრება,
არცერთი სიტყვით ჩემს ტრაგიკულ ცხოვრებას გეტყვით.
 
ზაზა მესხი
12.08.2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს