მარინა ცვეტაევა - ო, ცრემლები თვალებში!
ო, ცრემლები თვალებში! მოთქმა ტრფობის და რისხვის, ჩეხეთია ნაცრემლში, ესპანეთი კი - სისხლში.
შავი მთა ჩანს ზემოთკენ, დამჩრდილავი მილეთის, დროა, დროა შემოქმედს დავუბრუნო ბილეთი.
რადგანაც ვარ უჩვევი საგიჟეთის ტყუილის, აღარ მინდა ქუჩების მგლებთან ერთად ყმუილი.
აღარ მნებავს მინდვრების ზვიგენებთან ტივტივი და არც ზურგთა დინების გასწვრივ ცურვა ტივივით.
არ მსურს სმენა საკმაო, არც წინმხედის უნარი და შენს შეშლილ სამყაროს ვუპასუხებ უარით.
29 სექტემბერი, 2025 წ.
Марина Цветаева - О слезы на глазах...
О слезы на глазах! Плач гнева и любви! О Чехия в слезах! Испания в крови!
О черная гора, Затмившая – весь свет! Пора – пора – пора Творцу вернуть билет.
Отказываюсь – быть. В Бедламе нелюдей Отказываюсь – жить. С волками площадей
Отказываюсь – выть. С акулами равнин Отказываюсь плыть – Вниз – по теченью спин.
Не надо мне ни дыр Ушных, ни вещих глаз. На твой безумный мир Ответ один – отказ.
15 марта – 11 мая 1939
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|