მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
გიო ნადირაძე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2025
10 ცალი ჰაიკუ
* * *
ვდგავარ სარკის წინ,
საიდანაც უცხო კაცი მიღიმის.
ლიანდაგზე კვლავ იკივლა მატარებელმა.
* * *
ამ გაზაფხულზე
ალუჩის კვირტები ისე გადაიშალა,
როგორც შენი მკერდი მაშინ.
* * *
აგვისტოს სიცხე
ნაყინი
ბავშვი
სიგარეტის კვამლი
მამა.
* * *
ცოტაც და ჩავთვლემ
კანაფების და ფიჭვების ქალაქში,
სულ ერთი წამით თვალს ვუსწორებ მთვარეს...
* * *
კოლხეთის დაბლობზე მიაბიჯებს გველი ანკარა.
- გამარჯობა!..
და ასე იშვა ჰაიკუ.
* * *
ჩართული ტელევიზორი.
დამტვერილი აბაჟური.
წიგნი სანიშნით.
ჰიაცინტები.
* * *
შავი ღამე
მიყრუებულ ქალაქს გაუწყრა
და თეთრი კბილი გამოაჩინა.
* * *
თენდება.
ქალი წევს, სიგარეტი იწვის,
ცარიელი კოლოფი კაცივით იმზირება.
* * *
აი, ომიც დასრულდა. წავაგეთ.
სირცხვილს რა ვუყოთ?
ან ცხედრებს.
და ვალებს?
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
გაუმარჯოს ღამეს, რომელიც გათენდება!)
გაუმარჯოს ღამეს, რომელიც გათენდება!)
გიო ნადირაძე.
2025-10-10 13:18:25
1.
შავი ღამე და თენდება მომეწონა.
შავი ღამე და თენდება მომეწონა.
მუხა.
2025-10-03 19:14:55
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
23.04.2026 09:22:46