ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2025


მარიამ...

მარიამ, შველივით კოხტა და ნაზი ხარ,
გვიღიმი, იღერებ ყელს...
დავითის მიწაზე ამაყად დავდივარ,
ვფიცავარ დიდგორის ველს.

მეგობარს, - რომელმაც არ იცის ღალატი,
ვიხუტებთ გულში... და გზებს
გვინათებს მზე - მთვარე... გვძულს შური, კამათი,
ვუმღერით მამულის მზეს.

მიზიდავს ბიჭად - კაცს ლამაზის დალალი,
ვლოცავ მის მანდილს და ერს...
გული კი ბავშვივით წრფელი და ალალი
მკერდქვეშ კვლავ სიამით ძგერს.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები