 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 ოქტომბერი, 2025 |
#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები ნინო დარბაისელი
გვაქვს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ეკფრასისი?
ეკფრასისი - ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს აღწერას. მისი ტრადიცია ანტიკური ლიტერატურიდან იწყება და მის კლასიკურ, საუკეთესო მაგალითადაც მიჩნეულია ჰომეროსის მიერ “აქილევსის ფარის აღწერა”. სხვა გმირთა ფარების აღწერის ლიტერატურული ტრადიციაც ანტიკურსავე ლიტერატურაში, რომლის ნიმუშების ნაწილმაც ჩვენამდე მოაღწია, დიდადაა ჰომეროსის ქმნილებით დავალებული. აქ მაგონდება ეკფრასისადმი მიძღვნილი საკუთარი ძველი ლექსი (2014), რომელსაც იცნობს ჩემი მკითხველი
აქილევსის ფარი
,,- თვლემდა ალბათ ჰომეროსი, თვლემდა დიდხანს და მთვლემარე თხზავდა, არა - ამბავს ომებისას, ვინ ვის როგორ შეერკინა, ანდა დაუზავდა, ფარს ლანდავდა გასაოცარს, თვით ჰეფესტოს ხელით ნაჭედს, გმირი აქილევსის და ასოცზე მეტი ბწკარის დამტეველი ვრცელი ლექსი მის აღწერას უძღვნა. გვასწავლიან: ,,ეკფრასისი", (მოიძიე ლექსიკონში) ასე დააფუძნა. ეს რომ არც ადვილია და ეს რომ არც ტყუილია და ჭორი, გაიხსენე ილიადა, და მითხარი, აქილევსი, ბრძოლით ნაჯაფარი მარჯვენათი მტერს თუ უტევს, მარცხენა ხელს რაღად აცდენს, რაღად უნდა ფარი. ვისაც სადმე შეეჭიდა, ყველგან მისი ძალა ჭრიდა აცამტვერა მტერი. მჯობის მჯობი მოსრა ყველა, ანუ, როგორც ნათქვამია, მტერს გაავლო მუსრი, მაგრამ ფარით იფარება ქუსლი?
ასეთია ხელოვნება, თუ ოსტატმა ნიჭით გააჯერა, იყოს დაუჯერებელი, გვჯერა!"
დაგეთანხმე. წავიმახვილგონიერე: ,,-იმ ჰეფესტოს ფარის ნაცვლად ქუსლსაფარი შეეჭედა, სჯობდა. ანდა დევგმირს ქალის კაბა დაფარავდა? ზომით ვერ ცნეს? მტერი დარაჯობდა..."
თემის შეცვლა განა ღირდა? მეხსომება, რაც ამაგი დამდე, მარიდებდი მახვილთ, გულზე დანაღირთა. მოვაღწიეთ დღეს ამ მაგიდამდე: ორი ჭიქა, ერთი ბოთლი კონიაკი, (ამირია გონი აკი.. - უადგილოდ რა მარითმებს ამდენს!)
ერთი ვიცი, წინ - არ დარჩა არაფერი. გინდ მეფერო, გინდაც გამიავდე.
სიყვარული დარჩეს ამბად! ნახავ, ალბათ - თეფშქვეშ შენი გასაღები დავდე.
2014
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეკფრასისი - ნათლად და მარტივად, დესკრიფციას ანუ აღწერას ნიშნავს. ჩვეულებრივ ლექსსა თუ სხვა ლიტერატურულ ტექსტში აღიწერებოდა ხელოვნების რაიმე ქმნილება, ტაძარი, ნაგებობა, ქანდაკება, ნივთი და მისთ. გალაკტიონის ეკფრასისულ შედევრს ,, ქებათა ქება ნიკორწმინდას” თეიმურაზ დოიაშვილმა საგანგებო გამოკვლევა უძღვნა. (ლექსს აქ აღარ დავდებ. დარწმუნებული ვარ, ჩემმა და ზოგადად ქართველმა მკითხველმა ზეპირად იცის). არსებობს ინტერნეტით ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ეკფრასისად უნდა მივიჩნიოთ გრიგოლ ორბელიანის ,, თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში” , რასაც მე ვერ გავიზიარებ, იმის გამო, რომ მხოლოდ იმ მწირი მახასიათებლებით, რაც ამ ლექსში გვაქვს, ემოციურად რაოდენ მძლავრადაც არ უნდა იყოს ნათქვამი, მეფის სახე გაბრწყინებულიაო, თვალნი კი ცად აუპყრია, ხოლო ტაძარი- სადაც იგია გამოსახული, ნანგრევებადღაა შემორჩენილიო, ძალზე მცირეა იმისთვის, რომ ტექსტი ეკფრასის ნიმუშად მიგვეჩნია. თანაც, სიტყვები ლექსიდან ფიქციაა:
...მარამ ცად თვალნი გაქვს მიქცეულნი, და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
იქნებ ამაზე ყურადღება არც უნდა გამემახვილებინა, რომ არა ერთი გარემოება: პროექტი, საიდანაც ეს გაუგებრობა იღებს სათავეს, ასე იწოდება”ლიტერატურული თერაპია”. ხოლო ეკფრასისის შესახებ თავის ცოდნას პოეტი რატი ამაღლობელი გვიზიარებს (იხ . ლინკი https://share.google/images/FwdiPRrUGV5SaTD39 შედეგად გამოდის, რომ მცდარ ინფორმაციას ავტორიტეტულად ვუნერგავთ მოწაფეებსა და მათ მასწავლებლებს, რომელთაც ერთხელ ასე ჩანერგილი შემდგომ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. საქმე ისაა, რომ ბეთანიის ფრესკაზე თამარის მზერა ცად კი არაა მიმართული, არამედ მაშინდელი ქართული, ქრისტიანული ფრესკული ხატწერის ტრადიციის მიხედვით, სწორად იცქირება მნახველ-შემხედავისკენ და ამაში ადვილად დარწმუნდება თუნდაც ფრესკის ფოტოს მნახველი. ანუ კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვიმეორებ . ეს - ეკფრასისი კი არაა, ორბელიანისეული პოეტური ფიქციაა. ეს ერთერთი უმცირესი ფრაგმენტი ლექსისა რომ ეკფრასისად ჩაითვალოს, გამოვა, რომ მთელი ქართული პოეზიაა მისი ნიმუშებით სავსე! ვიტყოდი, მაინც რაღაცაა, ჩვენს ლიტერატურაშ თეთრი ლაქის შესავსებად რა უჭირს-მეთქი, მაგრამ ეკფრასისის ამაზე ბევრად უწინარესი ნიმუში მეგულება ვეფხისტყაოსანში:
ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
თუ რაკი აქ ქაჯეთისაა ციხეა, ეს არ ითვლება? თუ მაგალითს ვეძებთ, ბარათაშვილის “საყურე” - გაცილებით ახლოა იმასთან, რასაც ეკფრასისს უწოდებენ.
ვითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა აჩრდილს. ნეტავი იმას, ვინც თავისს სუნთქვას შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს! შენის შერხევით, სიო-მობერვით გულისა სიცხეს განიგრილებდეს! ჰოჲ, საყურეო, გრძნებით ამრევო, ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს? მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
ნახეთ, თან რა დინამიკაა სახისა! და რაც მთავარია, ქართულ პოეზიაში გვაქვს ეკფრასისის სრულიად უნიკალური ნიმუში, რომელიც დაახლოებით იმავე დროსაა შექმნილი, რა დროსაც ორბელიანის ზემოთ დასახელებული ქმნილება. (მაპატიეთ, აქედან თარიღების დაზუსტების შესაძლებლობას მოკლებული ვარ . ჩავთვალოთ, რომ ეპოქაა ნამდვილად იგივე!) ვგულისხმობ ალექსანდრე ჭავჭავაძის ,, გოგჩას”. დიდი ზომის ლექსია. მომყავს ფრაგმენტი:
აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
აქ უკვე ნამდვილად ეკფრასისის, თანაც ორმაგის (!) და მე ვიტყოდი რეტროსპექტიული ეკფრასისის უნიკალური ნიმუში გვაქვს. შეგახსენებთ, ლირიკული გმირი შესცქერის ტაძრის ნანგრევებს, აღწერს მათ და აცოცხლებს გარდასულთა ყოფას) გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გოდერძი ჩოხელმა (სავარაუდოდ, “გოგჩით” შთაგონებულმა) თავის ერთ-ერთ პირველ ფილმში ,,ადგილის დედა” - კინემატოგრაფიის ენაზე გააკეთა იგივე - ორმაგი ანუ რეტროსპექტიული ეკფრასისი. შეგახსენებთ: იქ დათოვლილ-დაცარიელებულ სოფელში გარდასულთა ხმები ცოცხლდება. რა დროსაც გოდერძი ჩოხელის ფილმი გამოვიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში გერმანულენოვანი ეკფრასისის ცნობილი ნიმუში - რაინერ მარია რილკეს ,,ჰეტერათა სამაროვნები”გამოქვეყნდა ანუალურ ანთოლოგიაში ,,პოეზიის დღე”. 1984:
…შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის, მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი, ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე - - სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები, ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში - - წითელი თიხის მრგვალი ნატეხი და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი - გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები, კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა. (მთარგმნელი ნინო დარბაისელი) თუმცა არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ ქართულ პროზაში გვაქვს ეკფრასისის ბრწყინვალე ნიმუში, რომელსაც მე ნაწარმოების ჟანრიდან გამომდინარედ ,, ფიქციურ ეკფრასისს ვუწოდებდი. ეს არის ნაირა გელაშვილის რომანის ,, დედის ოთახის” დასაწყისში დედის ნაქსოვი ფარდის აღწერა. ამ მოკლე ოპუსს არ შეიძლება, სრული სურათის წარმოდგენის პრეტენზია ჰქონდეს. ვვარაუდობ, რომ ქართულ ლიტერატურაში სხვა მრავალი მაგალითიც იქნება. ჩემთვის შეხსენებასაც არ დაიზარებთ. მე, უბრალოდ, ახლა ესენი გამახსენდა. და კიდევ ერთი ლექსი თქვენი მონა- მორჩილისა ,,
ნინო დარბაისელი
სულელების ხომალდი. ბოსხი
სულელების ხომალდი, კაპიტანიც - სულელი, ნამთვრალევნი, ხომლამდი ყირას გადასულები!
გზა მთვარემდე პგონიათ ნიჩბის ერთი მოსმა, ნების თავისუფლება - ზედ გემბანზე მოფსმა, ღრიანცელში სჩვევიათ ცეცხლზე ზეთის მოსხმა. სულაც არ ენაღვლებათ ის, რაც იცის ბოსხმა, რაც შორეულ ანტიკას ჩაესახა საშოში: არის ძალზე საშიში ბრძენის მასხრად აგდება. ამ აგდებით ქვეყანა ბრიყვებით მარაგდება. შუა ზღვაში ბრიყვობა არის ნამეტანი, დააშორო ერთმანეთს, ვით თავი და ტანი, ხომალდი და იმისი ბრძენი კაპიტანი.
ტვინის ერთი ნასახიც არ ემჩნევათ ლუპით, საჭმელ-სასმელს დააცხრნენ, ნთქამენ ყლაპა- ყლუპით, მერე - ვეღარ უშველით ცრემლის ღაპაღუპი, სულელების ხომალდი არის დასაღუპი!
მაგრამ მეტისმეტადაც ნუ დაგწყდებათ გული. - უკვე დაღუპულია და ხავსმოდებული ხმელეთზეა ხომალდი სადღაც მიგდებული.
დღესდღეობით პირადად მე შემხვედრია ამ ტერმინის მნიშვნელობის უტრირების ანუ გაზვიადების ცდები. გაუგებრობაში რომ არ გაიხლართოთ, მარტივად დაიხსომეთ, ეკფრასისი - რაიმეს აღწერაა. სად შემიძლია მე ამდენი სერიოზულობა. ახლა გამახსენდა რევაზ ლაღიძის ცნობილი “სიმღერა თბილისზე”,რით არაა ეკფრასისი:
ნეტავ სად არის კიდევ ცა უძიროდ ლურჯი, ხალასი სწორედ ისეთი როგორც შენია.
ნაიარევი წარსული ნანგრევი ნარიყალასი ჭაღარასავით შემოგვრჩენია...
თბილისო!... მზის და ვარდების მხარეო უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა... სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა.
ჩაივლი მტკვართა ხეივანს და გაზაფხულის ვარდები, გვეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო ძნელია. აქ ხომ ფოთლებიც მღერიან და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია.
- - -
დავალება: აირჩიეთ რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მაგალითად, ფიროსმანის ნამუშევარი და აღწერეთ ლექსად, ფორმა და სახეობა ლექსისა - თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თარგმანები
Nestan Ratiani უილიამ ჰიუ ოდენი - აქილევსის ფარი
მთარგმნელისაგან:
ოდენის ლექსი ,,აქილევსის ფარი”(1952) წარმოადგენს თავისებურ, ასე ვთქვათ, ტრაგიკულ პაროდიას ჰომეროსის პოემის “ილიადას” იმ ვრცელი, ეკფრასისული მომენტისა, სადაც აქილევსის ფარის აღწერა გვაქვს. ლექსი ინგლისურენოვანი პოეზიის საგანძურს მიეკუთვნება. თავად ავტორისათვის იგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ორიოდე წელიწადში გამოსულ კრებულსაც ამ ლექსის სახელი უწოდა.
‘ილიადადან’ და ანტიკური მითებიდან ცნობილია, რომ აქილევსის ფარი დედამისმა თეტისმა ჰეფესტოს გამოაჭედინა. რიტმიკის თვალსაზრისით, ინგლისური ორიგინალი გარეგნულად, სტროფულ დონეზე მოწესრიგებული ლექსია, ხოლო “შინაგანად”, სტროფშიდა, ტერფულ დონეზე წარმოადგენს სხვადასხვასაზომიანი, იამბურ-ტროქეული ,, თავისუფალი” არათანაზომიერი მონაცვლეობით შექმნილ რიტმს. თითქოს ასე - ბრბოს გარეგნული უნიფიცირება - პიროვნების შინაგან “უწესრიგობას” უპირისპირდება. სხვადასხვა, არამსგავსი საზომის მონაცვლეობა გალაკტიონმაც მოგვცა ,, დომინოში” მსგავს (დაქტილურ) საზომებთან რთული კომბინაციით:
შევდივართ სასახლეში. წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს: აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით. ჰაერი სიკვდილით დაფარეს... განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი ცხოვრობდა აქ ერთ დროს. ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.
მე ვფიქრობ, აქ მან სცადა ექვს და ოთხტერფიანი დაქტილური საზომების კომბინაციით - ანტიკური საზომების იმიტირება. დაქტილური ჰეგზამეტრის და საერთოდ, ანტიკური საზომების ზუსტი რეალიზება ქართულ ლექსში - შეუძლებელია, რადგან ჩვენი ენა არ იცნობს ხმოვნის სიგრძე- სიმოკლეს, რასაც ეს საზომები ეყრდნობა. (მე - ვრცელი სტროფების თარგმნისას ამ მხრივ, გალაკტიონის გამოცდილებას დავეყრდენი) საზომთა მონაცვლეობას ,( თუმცა თანაბარმარცვლიანობის პირობებში), ქართულ პოეზიაში გალაკტიონამდეც უძველესი ტრადიცია აქვს.(ვეფხისტყაოსანი მაღალი და დაბალი შაირი) საზომთა ცვლილება გვაქვს ბარათაშვილის “მერანის” რიტმშიც:
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ამ და სხვა არაერთი ლექსის თარგმნისას სირთულეს ქმნის ინგლისურისა (she/ he) და სხვა არაერთი ენისგან განსხვავებით, ქართულ ენაში ნაცვალსახელის სქესის უქონლობა (ის/ის). ხშირად საჭირო ხდება რაიმე, დამატებითი სიცხადის შეტანა ტექსტში, რათა თარგმანში ორიგინალისეული სახე სრულიად გაუგებარი არ გამოვიდეს. მე თავიდანვე შემოვიტანე ,,ქალი”, რომ გასაგები ყოფილიყო, რა ხდება ამ არცთუ მარტივ ლექსში.
დასაწყისში პაროდია ვახსენე და აქ დავაზუსტებ. აქილევსის ფარზე, მიღებული აზრის თანახმად, კაცობრიობის მთელი მომავალია გამოსახული. ოდენის ხედვით, ეს მომავალი - უაზრო ომთა მომავალია, სადაც სახე-განსჯა- ხმადაკარგული სტატისტიკურ სიმრავლედ ქცეული, ღირსებადამცრობილი ხალხი იწირება.
ლექსი რიტმულად ორი ტიპის სტროფისგან შედგება.
პირველი - რვატაეპიანი ასეთია - მოკლე “საზომით” მასში გადმოცემულია ანტიკური მითი, ოდენისეული ინტერპრეტაციით. იგი მხოლოდ ბოლოშია გარითმული (0C0C), თუმცა მკვლევართა რაღაც ნაწილი იქ აღმოჩენილ არაკანონზომიერ, ასე ვთქვათ, მინიშნებით რითმებსაც აფიქსირებენ, ხოლო მასთან დაპირისპირებული მეორე ,,სამეფო” - ვრცელი სტროფი, რომელიც შვიდტაეპიანია და თანამედროვე ყოფას, უაზრო ომების, ომში დაუნდობლად განწირული, საინფორმაციო საშუალებით ( აქ - რადიოს ხმით) მართვადი, ორგანიზებადი, ინდივიდუალობადაკარგული ბრბოს - მეორე მსოფლიო ომისთვის ნიშნეულ სურათს გადმოგვცემს, თავიდან ბოლომდე გარითმულია, თითქოს ძალმომრეობის გამო (?) მეტისმეტად ორგანიზებული (ABABBCC)
უ.ჰ. ოდენი
აქილევსის ფარი
მის ზურგსუკნიდან წინ გადახედვას ცდილობდა ქალი, სურდა ეხილა ლერწები და ზეთისხილები, და მარმარილოს ქალაქები - მმართველიანი, უხედნავ ზღვებზე ხომალდები, მაგრამ ლაპლაპა ლითონზე ჩანდა, რომ შეეცვალა ყველაფერი. იყო უდაბნო ხელოვნური და იყო ზეცა ტყვიისფერი.
მოჩანდა მინდვრები ბერწი და უსახო, რაღაც მიწისფერი, არც ღერი ბალახი, არც სამოსახლოსი ნიშანი რამგვარი, არ იპოვებოდა არცა რამ საზრდო და არც თავშესაფარი, და მაინც, ავსებდა ან უსახურებას ბრბო ფეხზე დამდგარი. ყველა ერთნაირი, ურიცხვი სიმრავლე, არაფრის ნამგვანი. თვალი მილიონი, ჩექმა მილიონი იქ ჩამწკრივებული, არაფრისმთქმელები, ნიშნის მომლოდინედ იქ გაჩერებული.
ხმა იყო ჰაერში, სახე არსად ჩანდა, ისე ვრცელდებოდა, ამბობდა, - ამართლებს მიზეზს სტატისტიკა, სამართლის ასეთის. ხმის ტონი მშრალი კი მისებრ მოსწორებულ ალაგს ედებოდა, არვინ იწონებდა და არც განსასჯელად არ ბჭობდა არც ერთი. კოლონა კოლონას მტვრის ბუღში მისდევდა, ვით მტვერი მტვერს ერთვის, მარშით მიდიოდნენ, გამძლებნი რწმენისა, ლოგიკით მოგვრილის, და სადღაც მზად იყო მათი მომლოდინე მწუხარე ადგილი.
მის ზურგსუკნიდან წინ გადახედვას ცდილობდა ქალი, სურდა ეხილა რიტუალური ღვთისმოსავობა, უშობელები, ყელზე თეთრი ყვავილწნულებით, სასმლის კურთხევა და მსხვერპლშეწირვა, მაგრამ ლაპლაპა ლითონზე არსად მოჩანდა რამე საკურთხეველი. იხილა მხოლოდ მოთამაშე შუქი გრდემლური. სხვა სცენა იყო იქ სახილველი.
არის სასამართლო საველე შეკრული აქ მავთულხლართებით, და პირებს სამხედროს (მოწყენას უქარვებს - ხუმრობა ვიღაცის) ისეთი სიცხეა, რომ დაცვას ფორმაში სული ეხუთება, ბრბო ჩვეულებრივი, შემყრელი მრავალის მორჩილის მის კაცის, უსიტყვოდ მცქერალის, უძრავის, უთქმელის და მზერანატაცის: სამი ფერწასული როგორ გაიყვანეს, უცქერენ ასობით, და როგორ მიაბეს მერე სათითაოდ ბოძს, მიწას ჩასობილს.
მასა და დიდება ამა სამყაროსი; ყოველი, სიმძიმე უჭირავს რასაც კი, და მასას უცვლელად ინახავს, სულ სხვათა ხელშია; ხოლო დარჩენილი ესაა, რამ მცირე, შველას არ მოელის, იმედი ფუჭია, მიზნად ვერც ისახავს. მტერმა აისრულა უკვე, რაც უნდოდა, აწია საძრახავს, ღირსებაშელახულს სხვა რა დაემართოს, სირცხვილი ნამდვილი, ჯერ მოკვდნენ კაცებად, ვიდრე მათ სხეულებს დაუდგა სიკვდილი.
მის ზურგსუკნიდან წინ გადახედვას ცდილობდა ქალი, სურდა ეხილა თამაშები ათლეტებისა, კაცნი და ქალნი - იქ მროკველები, მოქნილ კიდურთა ტკბილად მრხეველნი, და მუსიკაზე მარდად, მარდად მომოძრავენი, მაგრამ იმ ფარზე, მოლაპლაპეზე მის ხელს ენება, რომ საცეკვაო მოედნის ნაცვლად, იქ სარეველამოდებული ექმნა ველები.
ტანჩამოძონძილი ვიღაც აბეზარი უმიზნო, ეული, ნაბიჯს ანელებდა, იქ რომ ჩაივლიდა, ჩიტმა კი პატარამ აასწრო აფრენა ქვას, კარგად ნამიზნებს, იყო მიჩვეული. იხმარეს ის ქალნი, ორ ბიჭს კი მესამემ დანა გაუყარა. და იგი ფიქრობდა, რომ აქსიომაა, არ არის ქვეყანა, სადაც შესრულდება სიტყვა რამ ნათქვამი და დაპირებული ან ერთიც იტირებს, რადგან მეორეა იქ ატირებული.
ის თხელტუჩება, იარაღთა გამომჭედელი, კოჭლი ჰეფესტო სავალს გაუყვა, ხოლო თეტისი - მკერდმოელვარე დაჰქვითინებდა სასოწარკვეთით იმას, რაც ღმერთმა გამოჭედა საამებლად ძისა მისისა, სწორუპოვარი, უმძლეველო და რკინისგულა, კაცთა მომსრავი აქილევსისთვის, დიდხანს სიცოცხლე ამაქვეყნად რომ აღარ ელოდა.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
W. H. Auden
The Shield of Achilles
She looked over his shoulder For vines and olive trees, Marble well-governed cities And ships upon untamed seas, But there on the shining metal His hands had put instead An artificial wilderness And a sky like lead.
A plain without a feature, bare and brown, No blade of grass, no sign of neighborhood, Nothing to eat and nowhere to sit down, Yet, congregated on its blankness, stood An unintelligible multitude, A million eyes, a million boots in line, Without expression, waiting for a sign.
Out of the air a voice without a face Proved by statistics that some cause was just In tones as dry and level as the place: No one was cheered and nothing was discussed; Column by column in a cloud of dust They marched away enduring a belief Whose logic brought them, somewhere else, to grief.
She looked over his shoulder For ritual pieties, White flower-garlanded heifers, Libation and sacrifice, But there on the shining metal Where the altar should have been, She saw by his flickering forge-light Quite another scene.
Barbed wire enclosed an arbitrary spot Where bored officials lounged (one cracked a joke) And sentries sweated for the day was hot: A crowd of ordinary decent folk Watched from without and neither moved nor spoke As three pale figures were led forth and bound To three posts driven upright in the ground.
The mass and majesty of this world, all That carries weight and always weighs the same Lay in the hands of others; they were small And could not hope for help and no help came: What their foes liked to do was done, their shame Was all the worst could wish; they lost their pride And died as men before their bodies died.
She looked over his shoulder For athletes at their games, Men and women in a dance Moving their sweet limbs Quick, quick, to music, But there on the shining shield His hands had set no dancing-floor But a weed-choked field.
A ragged urchin, aimless and alone, Loitered about that vacancy; a bird Flew up to safety from his well-aimed stone: That girls are raped, that two boys knife a third, Were axioms to him, who'd never heard Of any world where promises were kept, Or one could weep because another wept.
The thin-lipped armorer, Hephaestos, hobbled away, Thetis of the shining breasts Cried out in dismay At what the god had wrought To please her son, the strong Iron-hearted man-slaying Achilles Who would not live long.
1952
ილუსტრაციებზე რუბენსი - ჰეფესტო აქილევსის ფარს გადასცემს თეტისს ვან დეიკი - ჰეფესტო აქილევსის საჭურველს გადასცემს თეტისს.. თარგმანები

A ragged urchin, aimless and alone, Loitered about that vacancy; a bird Flew up to safety from his well-aimed stone: That girls are raped, that two boys knife a third, Were axioms to him, who`d never heard Of any world where promises were kept, Or one could weep because another wept.
The thin-lipped armorer, Hephaestos, hobbled away, Thetis of the shining breasts Cried out in dismay At what the god had wrought To please her son, the strong Iron-hearted man-slaying Achilles Who would not live long.
1952
ილუსტრაციებზე რუბენსი - ჰეფესტო აქილევსის ფარს გადასცემს თეტისს ვან დეიკი - ჰეფესტო აქილევსის საჭურველს გადასცემს თეტისს..
4. არა, ამას ჩემი გული ვერ გადაიტანს. დავდე ოდენის შედევრის ,, აქილევსის ფარის” თარგმანი. ნუ კარგი, ჟანრის გამოცვლა და თარგმანის დაწერა დამვიწყებია. ნუ კარგი, ჩემს ერთგულ მკითხველ მუხას იმ დროს არ ეცალა და როცა დაბრუნდა, ახლები კი წაიკითხა, ხოლო ოდენი, უკვე ძალიან დაბლა იყო ჩასული და გამორჩა. პატივცემულო ურაკპარაკელო ავტორებო, მხოლოდ საკუთარ ნაწერს რომ კითხულობთ აქ, რომელიმე თქვენგანს ან ოდენზე უკეთესი დაგიწერიათ რამე, ან ჩემს თარგმანზე უკეთესს იცნობთ? მეც გამაცანით, გამიხარდება, ღუ ვნახავ, რომ ორიგინალისეული სირთულეები ვინმემ უკეთესად დაძლია თარგმანში.
არა, ამას ჩემი გული ვერ გადაიტანს. დავდე ოდენის შედევრის ,, აქილევსის ფარის” თარგმანი. ნუ კარგი, ჟანრის გამოცვლა და თარგმანის დაწერა დამვიწყებია. ნუ კარგი, ჩემს ერთგულ მკითხველ მუხას იმ დროს არ ეცალა და როცა დაბრუნდა, ახლები კი წაიკითხა, ხოლო ოდენი, უკვე ძალიან დაბლა იყო ჩასული და გამორჩა. პატივცემულო ურაკპარაკელო ავტორებო, მხოლოდ საკუთარ ნაწერს რომ კითხულობთ აქ, რომელიმე თქვენგანს ან ოდენზე უკეთესი დაგიწერიათ რამე, ან ჩემს თარგმანზე უკეთესს იცნობთ? მეც გამაცანით, გამიხარდება, ღუ ვნახავ, რომ ორიგინალისეული სირთულეები ვინმემ უკეთესად დაძლია თარგმანში.
3. მუხა საყვარელო! ფიროსმანზე - კი ნახავდი. თავიდან - მარტო ეკფრასისი იყო და მერე თხზვამ რომ გამიტაცა.
მახსოვდა, რომ მქონდა მთლიანად ეკფრასისის აღწერის ნიმუში (ისტორიული ფოტოს აღწერა) მაგრამ ლექსისა არც სათაური მახსოვდა, არც შიგ რა ეწერა, რაე იყო და აი- ვიპოვე, ვაშააა!
ნინო დარბაისელი
ქალი ფორთოხალს ჰყიდის
ფოტოა ძველთაძველი - შავ-თეთრი აღსაწერი, ორ ასეულზე შორი ზედ აწერია წელი - იტალიისთვის ბრძოლა კარგა ხნით განაწელი. ფოტოზე მოსჩანს რომი, ანტიკურ თაღთა რიგი - - გზაჯვარედინი იგი ქვეყნის ოთხივე კიდის. კოლიზიუმთან, სადაც დასაწყისია ხიდის, ხიდქვეშ ტიბერის წყალი ჩქარი დინებით მიდის, მოსაწყენია სადაც სმენა და ცქერა გიდის, წარმოსახვათა გამო თვალთაგან ცრემლი გიდის და ცემა გესმის შენი გულის - სიმძიმის მზიდის, აღარც თავი გაქვს რიდის, აღარც დანახვა გინდა, რამე თვალმოსაჭიდის.
უკანა ფონზე ქუჩა - სამი ურემი მიდის, ჯორშებმულ ურმებს მიაქვთ დასადგამ- დასაკიდი, წინ - მარტოხელა ქალი, დამჭკნარ ფორთოხალს ჰყიდის.
- შენ მყიდველი თქვი, თორემ გადახდას - მოუვლიდი, რომც არ ჰქონოდა ფული, რამეშიც გაუბრიდი, რომ გაგეყიდა ცოტა, დანარჩენს - გადაყრიდი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, რადგან ომია დიდი.
ესეც - შავ-თეთრი ფოტო, თავი რომ მოსჩანს ხიდის და ხიდისთავზე ქალი დამჭკნარ - ფორთოხალს ჰყიდის. მუხა საყვარელო! ფიროსმანზე - კი ნახავდი. თავიდან - მარტო ეკფრასისი იყო და მერე თხზვამ რომ გამიტაცა.
მახსოვდა, რომ მქონდა მთლიანად ეკფრასისის აღწერის ნიმუში (ისტორიული ფოტოს აღწერა) მაგრამ ლექსისა არც სათაური მახსოვდა, არც შიგ რა ეწერა, რაე იყო და აი- ვიპოვე, ვაშააა!
ნინო დარბაისელი
ქალი ფორთოხალს ჰყიდის
ფოტოა ძველთაძველი - შავ-თეთრი აღსაწერი, ორ ასეულზე შორი ზედ აწერია წელი - იტალიისთვის ბრძოლა კარგა ხნით განაწელი. ფოტოზე მოსჩანს რომი, ანტიკურ თაღთა რიგი - - გზაჯვარედინი იგი ქვეყნის ოთხივე კიდის. კოლიზიუმთან, სადაც დასაწყისია ხიდის, ხიდქვეშ ტიბერის წყალი ჩქარი დინებით მიდის, მოსაწყენია სადაც სმენა და ცქერა გიდის, წარმოსახვათა გამო თვალთაგან ცრემლი გიდის და ცემა გესმის შენი გულის - სიმძიმის მზიდის, აღარც თავი გაქვს რიდის, აღარც დანახვა გინდა, რამე თვალმოსაჭიდის.
უკანა ფონზე ქუჩა - სამი ურემი მიდის, ჯორშებმულ ურმებს მიაქვთ დასადგამ- დასაკიდი, წინ - მარტოხელა ქალი, დამჭკნარ ფორთოხალს ჰყიდის.
- შენ მყიდველი თქვი, თორემ გადახდას - მოუვლიდი, რომც არ ჰქონოდა ფული, რამეშიც გაუბრიდი, რომ გაგეყიდა ცოტა, დანარჩენს - გადაყრიდი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, რადგან ომია დიდი.
ესეც - შავ-თეთრი ფოტო, თავი რომ მოსჩანს ხიდის და ხიდისთავზე ქალი დამჭკნარ - ფორთოხალს ჰყიდის.
2. მარტივად დაიხსომეთ, ეკფრასისი - რაიმეს აღწერაა.
დავიმახსოვრებ , დავიმახსოვრებ !
ფიროსმანის ნამუშევარის გალექსება რომ შემეძლოს აქ რა მინდა , პოეთთა სახლის თავმDომარე ვიქნებოდი. მარტივად დაიხსომეთ, ეკფრასისი - რაიმეს აღწერაა.
დავიმახსოვრებ , დავიმახსოვრებ !
ფიროსმანის ნამუშევარის გალექსება რომ შემეძლოს აქ რა მინდა , პოეთთა სახლის თავმDომარე ვიქნებოდი.
1. მუხა საყვარელო! დამადასტურებელი საბუთი, რომელიც რატი ამაღლობლის აბსურდული აზრიდან, გრიგოლ ორბელიანის ლექსი ეკფრასისის ნიმუშიაო, მისხალსაც აღარ ტოვებს, ფეისბუქის ჩემს გვერდზეა - ბეთანიის ფრესკა, რომელზე გამოსახული მეფეც ცაში კი არა, წინ იყურება. მუხა საყვარელო! დამადასტურებელი საბუთი, რომელიც რატი ამაღლობლის აბსურდული აზრიდან, გრიგოლ ორბელიანის ლექსი ეკფრასისის ნიმუშიაო, მისხალსაც აღარ ტოვებს, ფეისბუქის ჩემს გვერდზეა - ბეთანიის ფრესკა, რომელზე გამოსახული მეფეც ცაში კი არა, წინ იყურება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|