 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2025 |
( ჩემს რჩეულ სამეულს) ქუჩის ბოლოში სამიკიტნო, ჯერუზარხოშო პოეტები. იქნებ, ცხოვრება დაიკიდო, ისე, ვერაფრით მოერევი!.. ღვინო, არაყი, ნისიები, ჯიბის უკაპიკო არიები... პირობას წასაჭრელ კისერიდან, შარფიღა შემორჩა, ცარიელი... მედუქნეს არ უყვარს პოეზია, ლუკმაპურს ლექსით ვერ იშოვიო... ეს დროც ხან ესე და ხან ისეა, პოეტი, განცდების იშემია... წვიმაც ხან რემბო, ხან ვერლენია, აწყობს "სევდაფართებს" ბოჰემურად. და სულ ერთ ნაბიჯზე დალევიდან, ეს დღეც კალენდრიდან მოხეულა... ქუჩა, წვიმის წვეთი ასკინკილით მიჰყვება პოეტებს ნამთვრალევებს. ეს ყოფა თუკი არ დაიკიდე, აფრენილ ალალს ჰგავს გამართლება!.. ქუჩა, ძაღლები და სამიკიტნო, მთვრალი საუბარი, სტრიქონები... ძმაკაც, სიგარეტზე წამიკიდე, სანამ ფეხზე ვარ და ვიბოლები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იქნებ, ცხოვრება დაიკიდო, ისე, ვერაფრით მოერევი!.. იქნებ, ცხოვრება დაიკიდო, ისე, ვერაფრით მოერევი!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|