ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2025


დედა სიზმრად ხშირად მოდის ჩემთან

დედა სიზმრად ხშირად მოდის ჩემთან,
ერთადერთ შვილს გულში მიკრავს... მკოცნის,
მწამს: შევხვდები, როცა წავალ ღმერთთან,
ჩემი ღმერთი ძალას მაძლევს ლოცვის.

მე სიზმარში ხშირად ვხედავ დედას,
ჩემთან მოდის, მეხუტება, მკოცნის...
ლექსთა წერა თუმც ვერ შველის სევდას,
მაინც ვუწერ გრძნობას წრფელს, დალოცვილს.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები