ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2025


მოგონებებით დავითოვები


შემოდგომა ვარ.გაცვეთილი კაბით მოვედი
და ჩვევად მექცა ჩემი თავის გამოტირება.
ალბათ ამაღამ მოგონებით დავითოვები,
ან შევიშლები(თუკი ღმერთმა ასე ინება).
რაღამ მომხიბლოს, გამაკვირვოს ანდა რაღამ მე...
მზიან დღეებში  ჩემი თავი ტვირთად მებარა.
თუმც ეს ცხოვრება ალაგ-ალაგ ლაღი გავხადე,
მაინც მგონია, რომ ხელიდან გამომეცალა.
დავითოვები... ზამთრის დილად უნდა გავთენდე...
და მოგონებებს მოვიხურავ მხრებზე ქურქივით,
ჩემზე გიამბე, აღარ მახსოვს უკვე რამდენჯერ ...
შენ კი ვერცერთხელ ვერ გაიგე ჩემი წუხილი....
2016.11.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები