 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2025 |
ლექსები
ნინო დარბაისელი
პალატაში
ხედავ?! ისევ დაგიბრუნდი უვნებელი. საიქიოს კარებს ვუბრაგუნე ბევრი.
არ გამიღეს, იქ დარაჯად პადრეაო, ჭუჭრუტანით გამომძახა, ადრეაო.
რა, მანქანა დააჯახე? ხომ გადარჩი! აქ რა გინდა, დაწყნარდი დამანდვე დარჩი!
მთავარია ცოცხლები ხართ ყველა, ვიცით, დამნაშავე? თავს მოიკლავს ყველა ფიცით,
რომ ის არა, ვიღაც სხვაა დამნაშავე… შემოხვალ და კუპრის ქვაბში მოგხარშავენ.
რას გიშველის თქმა “დილიდან დავინავსე!” “სხვას ვუშველე!”, ცოდვებით ხარ ქალი სავსე.
პალატაა მოწყობილი სასუნთქებით, ჩავთვლემ, ვხედავ, ისევ ისე ვეხეთქებით.
გამიკეთეს ტკივილგამაყუჩებელი. ყველა შფოთავს, ტირის, მოვაქუჩე ბევრი.
აქ ნერსების უმშვიდესი ფუსფუსია. ექიმისთვის?! - სულერთია, ვინ “ფუსია”. ლურჯი ვენა და ვენაში - ინფუზია. მეჩვენება, უკან წყალი, წინ - ბუზია.
“დაბეჟილზე საცხი ხომ საკმარად ისვი?” ყოფნა - წამი, არყოფნაა - მარადისი.
იღბალია მუდამ - ცოცხლად გადარჩენა. ზანტად ვფიქრობ, ჩვენ რომ წავალთ, რა დარჩება?
დგახარ ოდეს, წევხარ ოდეს, ზიხარ ოდეს, სიცოცხლისა ყველა წამი გიხაროდეს!
მე ჩემს მფარველ ანგელოზს რომ ვენაცვალე! სულ თან დამდევს, მილიონჯერ გავაწვალე.
დანარჩენებს - სად სცალიათ ჩემთვის, ნეტა, იქ დაფრენენ, სად -ვინც - ვინმე გაიმეტა,
ვისაც ერგო ჰოსპისი და აგონია. მათგან შველა, ვხედავ, სულ მონაგონია.
ნერსი ჩემებს ეკითხება, თუ მაქვს აცრა. “რის აცრაო! “ჩემი ცოდვით დაინაცრა. ისე, ვატყობ, სულერთია მიწაც, ცაც, რა! სამოთხისა რა გავიგე?! ბევრი არც რა.
საშობაო ლაგებაა სამოთხეში. მიპასუხეს, მოვრჩებითო სამ- ოთხ დღეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! ეს ლექსი ფეისზე ასეთი მინაწერით დავდე: “დედი, მართალი არ გეგონოს უცებ. მოგზაურობისას გარითმვით ვერთობი. ინტერსტეიტზე მე ვინ მიმიშვებს საჭესთან!” ვიფიქრე დედაჩემმა არ შემოიხედოს ფეისზე და გული არ გაუსკდეს-მეთქი.
ვმოგზაურობთ გეტლინბერგში. მე საჭესთან მართლა ვინ მიმიშვებს. სახლთან ახლო-მახლოს მაღაზიების იქით არასოდეს წავსულვარ. არც შვილი მჯდარა ჩემს მანქანაში არასოდეს და შვილიშვილებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, მოგზაურობისას - მე - სულ მგზავრი ვარ. დროის გასაყვანად და მოწყენილობის გასაფანტად ასეთ დროს სათარგმნელი თუ ვერაფერი ვიპოვე, ლექსისთვის რამე თემას ვირჩევ და ვრითმავ.
მადლობა, მუხა! ეს ლექსი ფეისზე ასეთი მინაწერით დავდე: “დედი, მართალი არ გეგონოს უცებ. მოგზაურობისას გარითმვით ვერთობი. ინტერსტეიტზე მე ვინ მიმიშვებს საჭესთან!” ვიფიქრე დედაჩემმა არ შემოიხედოს ფეისზე და გული არ გაუსკდეს-მეთქი.
ვმოგზაურობთ გეტლინბერგში. მე საჭესთან მართლა ვინ მიმიშვებს. სახლთან ახლო-მახლოს მაღაზიების იქით არასოდეს წავსულვარ. არც შვილი მჯდარა ჩემს მანქანაში არასოდეს და შვილიშვილებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, მოგზაურობისას - მე - სულ მგზავრი ვარ. დროის გასაყვანად და მოწყენილობის გასაფანტად ასეთ დროს სათარგმნელი თუ ვერაფერი ვიპოვე, ლექსისთვის რამე თემას ვირჩევ და ვრითმავ.
1. ეს სიზმარს უფრო გავს ხო? ეს სიზმარს უფრო გავს ხო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|