| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 ნოემბერი, 2025 |
არ შეიძლება არსებობდეს სამყაროში ცნება-შვილი და არ არსებობდეს ცოდნა იმის,რომ ხვალ ის ბოლოჯერ მოგთხოვს ხელში აყვანას,ბოლოჯერ გაგაშვებინებს შენს დიდ მუჭში მოქცეულ თავის პატარა ხელს,წინ დაგიდგება ხელებ აწვდილი,თავს რომ ღმერთად გაგრძნობინებს,მისი გადმოსახედიდან ხედავ პატარა ადამიანს,შენს იმედად მყოფს.უსამართლობაა არ იცოდე როდის დადგება ეს მომენტში შენს ცხოვრებაში ბოლოჯერ,როდის მოგხვევს ხელებს კისერზე მაგრად და კისერში იგრძნობ მის სიცილს,რომელიც მეტჯერ აღარ განმეორდება და რაღაც დროის და მანძილს მერე ისე ჩამოსვამ დაბლა,ისე ჩაკიდებ ისევ ხელს და ისე გააგრძელებ გზას სიამაყით,რომ შვილი მოგესწრო,თავის ფეხით მოგყვება გვერდით,რომ წარმოდგენაც არ გექნება... ეს ბოლო მოგზაურობა იყო მისი შენს ხელებში,რომ ვეღარასდროს ვეღარ დაინახავ ხელებ აწვდილ პატარა ადამიანს ისე,როგორც მიგაჩვია და შენი ღმერთობის დროც გასულია.უსამართლობაა კისერში მისი სიცილის შეგრძნება ისე მშვიდად დათმო რომ არ იცოდე,ის დასრულდა,შენი პატარა ადამიანი აღარასდროს ჩათვლის საჭიროდ შენს ხელებში ამოძრომას და შენს სახეზე პატარა თითებით დათვლას შენი ღიმილების,სადღაც ტუჩის და თვალის კუთხეში,ცრემლსა და ნაოჭებს შორის.სულ რომ არაფერი,ეს დღე მაინც უნდა ვიცოდეთ როდის დგება,იქნებ და მთელი დღე გულზე მიკრული სახლამდე გზას სამყაროს ყველაზე შორი წერტილიდან გავუყვეთ ძალიან ნელი ნაბიჯით და ვაგროვოთ კისერში ნასუნთქი ღიმილები,რომ ხვალინდელი დღიდან,ჩვენს უკანასკნელ დღემდე,ჩვენი პამპერსიანი,ხელებ აწვდილი შვილების სუნი იმ ღამეების თენებისას ძალას გვმატებდეს,როცა სახლში გვიანობამდე არ დაბრუნდებიან და ტელეფონზე შეტყობინების ლოდინსა და ბავშვობის მოგონებებს შორის გაჭედილები,მოუხატავ,გასუფთავებულ, ჩაჩუმებულ კედლებს შორის ვიჯდებით,ასე ჩვენ წინ ხელებ აწვდილი ბავშვების გარეშე.უსამართლობაა თუ სადმე ვინმემ ამ დღეზე იცის და ჩუმად არის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|