ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2025


შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს

მხოლოდ ორი ოცნება მაქვს,
ორად - ორი ოცნება...
თუ ორივე ამიხდება,
ბაგეც დაიკოცნება.

სამად - სამი საუნჯე მაქვს:
ენა, რჯული, მამული...
დამილოცეთ, დამიკოცნეთ,
მიწა ცრემლებნამული.

მსურს ვესტუმრო ფერეიდანს
და იქაურ ქართველებს...
ვიდრე ღმერთი არ წამიყვანს,
გული სულ იქართველებს.

ლექსებს ვუწერ ტაო - კლარჯეთს,
მხოლოდ სიზმრად ვნახულობ...
გულს უყვარხარ ჩემო ოშკო,
მწამხარ ჩემო ხახულო.

მუხლმოყრილი ვამბობ ლოცვას,
შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს:
გამიბრწყინოს საქართველო
ქართველს ცრემლშეუშრობელს.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები