ჩვენ ყველა ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ენა როგორ უნდა ამოვიდგათ თვალი თვალს გავუსწოროთ თუ შურსა და უარყოფაში მოვკვდით სხვისი თუ საკუთარი თავის თუ ნამდვილი ცოტა დარჩა ღამით ცაზე ვარსკვლავს არ გახედა დილით კიდევ მთვარეს
ისევ შევხვდებით ჩვენ ყველა და აღარაფერი იქნება ადამის მსგავსი
ცას მიწა შეჭამს ბოლო დღისთვის დამალულ სიტყვას გადმოაფურთხებს ბუმბერაზი მთების გრიალი
საიდუმლო არაფერია
ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩვენც ღმერთების სუნი გვაქვს ოდნავ...