სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი ჩემივე თავი.
ერთხელ, შვეიცარიაში გადავაწყდი, მდიდარი ოჯახის შვილი იყო, საბროკერო კომპანიას უძღვებოდა წინ და საღამოობით მოლეკულურ სამზარეულოს აგემოვნებდა; არ ანაყრებდა, თუმცა ტენდეციას იყო აყოლილი. ნოა ერქვა, თმა არ ცვიოდა და საოცრად გამოიყურებოდა მდიდრულ კოსტიუმსა თუ შარვალში.
შემდეგ წლებში, იგივე ჩემი თავი კანზასის შტატში ვნახე, ფერმერთა ოჯახიდან, კონსერვატული განწყობებითა და ქოვბოის ქუდით, უყვარდა მწყერზე ნადირობა და რობერტ ფროსტის ლექსების კითხვა.
კიდევ, ავღანეთშიც ვნახე იგივე პიროვნება, უდაბნოს მხურვალე მზეს ისე იყო შეჩვეული, როგორც არწივი ფრენას. ალაჰის გამო მთელი დღე მუხლებზე ეგდო და 72 ქალწულისთვის 11 სექტემბრის ტერაქტში დაუფიქრებლად მიიღებდა მონაწილეობას. უყვარდა ჰადისების კითხვა და ხელნაკეთი ბომბების დამზადება. მოსკოველი კაკებეშნიკი?! ამერიკელი დემოკრატი?! პრინცი აზიიდან?! აბორიგენების კოლონიზატორი?! თუ პირდაპირ გალილეი გალილეო?!
სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი ჩემივე თავი... იმდენჯერ, რამდენჯერაც გადავეკვეთე ვიღაც სხვას.
გააჩნდა იმას, თუ სად და როდის ვიბადებოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|