ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 დეკემბერი, 2025


ტაო - კლარჯეთზე

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი მეგობარი ტაო-კლარჯეთზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტაო-კლარჯეთზე ერთი სიმღერაც არ არის შექმნილი.

არაერთი შესანიშნავი კომპოზიტორი გვყავდა და გვყავს დღესაც, მაგრამ რატომღაც ვერავინ გაბედა ტაო-კლარჯეთზე სიმღერის დაწერა.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მთელი ციკლი აქვთ შექმნილი, მაგრამ ტაო-კლარჯეთზე სიმღერა საერთოდ არ არსებობს... არადა ტაო-კლარჯეთიც ისეთივე საქართველოა, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. ჩემი ლექსების გარდა, ტაო-კლარჯეთზე ორმოცდაორი პოეტის - იოსებ ნონეშვილის, მორის ფოცხიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ ჯალაღონიას, გიორგი ლეონიძის, ლადო ალფენიძის, ანა კალანდაძის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟა ოთარაშვილის, თემურ ჩალაბაშვილის, დავით შემოქმედელის, ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის, ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ღლონტის, ჯემალ ინჯიას, პეტრე კვარაცხელიას, ირაკლი ვაშაყმაძის, ელდარ ჭიჭიაშვილის, ვაჟა სამსონიძის, სულიკო ჯამალაშვილის, ოტია ზედგინიძის, კობა მოდებაძის, ირაკლი ნადარეიშვილის, ფრიდონ ზოიძის, გიორგი ბერიძე-ბერჯავახის, იროდი ასანაშვილის, გუარამ გვარამიას, შორენა გაბელაშვილის, ნანა ღვინეფაძის, დალი მაზმიშვილის, ციური ასპანიძე-მესხიშვილის, ეთერ გოგეშვილი-ისაკაძის, ნათია ჯიმშელეიშვილის, იზა კარიჭაშვილის, მირანდა ერისთავის, ეკატერინე გაბედავას, შორენა თამაზაშვილის, ნინო ნეკერიშვილის, ქალთამზე ანა სურმანიძის, თეა თაბაგარისა და ნუკრი ბერეთელის სტრიქონები მაქვს წაკითხული.

ქართველო კომპოზიტორებო, ძალიან გთხოვთ: დაწერეთ სიმღერები ტაო-კლარჯეთზე. ლექსებით მე მოგამარაგებთ. დაე, ხელოვნებაში მაინც ცოცხლობდეს ეს ჩვენი ისტორიული კუთხე.

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვეწვევი ტაო-კლარჯეთს და აუცილებლად მოვილოცებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. ისე არ მოვკვდები, ჩემი ისტორიული სამშობლოს მიწა-წყალი არ დავკოცნო და არ მოვილოცო.

ჩემთვის თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი! დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება ტაო-კლარჯეთი თავის დედასამშობლოს. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.

უფალი გვწყალობდეს კარგ ქართველებს...

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები