ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 დეკემბერი, 2025


***

****
სამი დღით შენ დაისვენე და მერე ჩამჩურჩულე, რომ ეს ყველაფერი სამი წვეთია!...

****
ბუზიც კი ერთხელ  ჩამოჯდება  ყვავილზე, მაგრამ განა ტახტია ის მისთვის!..

****
ვირის ყველაზე მსუბუქი  ტვირთი დღემდე ღმერთია!..

****
პალმის რტოებმა უფლის ნაბიჯები შემოინახეს და ამიტომ ჰქავს მათი  შრიალი უფლის ხმას გეთსიმანიის ბაღში!

****
დაღვრილ ღვინოში  მტვერი არ გაერევა -  ის ხომ ქრისტეს სისხლია!

****
ერთხელ როცა, ბავშვობაში, ტაძარში მიმიყვანეს ის გზა დღემდე ცრემლიანია - იქვე სასაფლაოა!


გიგო რიონელი
4 დეკემბერი 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები