ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2026


ჩვენი კაბადონი

სიზმარში ვხედავ,ასეთი ვარ ჩემი ბუნებით,
სიზმარი ერთი უცილობლად გამომაფხიზლებს,
რომ ამ ცხოვრების,საცხოვრისის გადაბრუნებით,
ვინმემ მიფრთხილეთ ვინმემ ისევ გამომაღვიძეთ,
ზეცის კაბადონს უნაპირო სუსხი შეეკრა,
რადგან ზამთარი განგებაა თავის ბუნებით,
დავთესე პური ამოვძირკვე დარდი მე ეკლად,
ცნობიერ სიტყვას ვუსარგებლე გადაბრუნებით,
ამ სეტყვა თოვლში მე საჩემო ვერა ვიხილე,
სიყვარულს გავდა სინანული გამოცვალების,
სუფევს ცის ხიდზე ისევ მწარე ზამთრის სიცივე,
ვიხილე სახე ამ ცხონებით გარდაცვალების,
სახე მშვიდი და სახე უტყვი ნების მზეობა,
გადავიფარე სახურავად ჩემი ხეობა,
ჩვენ კაბადონებს გავყურებდი ვნახე მეობა,
დავკარგე სიტყვა მაგრამ არა იყო ზნეობა...


თ,გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს