გაიქეცი , გაიქეცი ,ბაჭია… გაეპრანჭე , გაეპრანჭე სარკეს. რა გგონია ,მარტო ფრთებს შეგაჭრიან ? მებადურიც წამოგაგებს ანკესს. ქუჩის ბოლოს ნაბიჭვარი ბიჭები თავხედურად დაგიშენენ კენჭებს . რადგან ფრთხილობ, შიშით გამოირჩევი, შესაჭმელად ემეტები ლენჩებს . შენ ოცნებობ, შენ ოცნებობ ამ უკუნ, ბნელ ღამეში ელოდები ცისკარს. მარტო რჩები და საყვარლად სლუკუნს იწყებ, მაგრამ …გეუბნები, რისკავ! რადგან ცრემლზე დაგეშილი მგლები შენ სარკმელთან დაიწყებენ ღავ- ღავს. ჰო, მათ შორის შენი მეგობრებიც, დამიჯერე, არც პატარა არ ხარ ! დამიჯერე, დამიჯერე ,კასი, გაიქეცი თვალხატულა ბაჭია. უძღებია გული ყველა კაცის, რა გგონია , მარტო ფრთებს შეგაჭრიან ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერი ყოფითი, სახასიათო ლექსია, კონფლიქტიც არის, რეფრენული ფინალიც კომპოზიციურად კარგად ზის. +3 მშვენიერი ყოფითი, სახასიათო ლექსია, კონფლიქტიც არის, რეფრენული ფინალიც კომპოზიციურად კარგად ზის. +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|