წელს მშვიდი ღამე იშვიათად დაგვათენდება, დღეს მშვიდმა ღამემ გამაკვირვა სურვილებითაც, თუ ეს სამყარო ამით ისევ გადამღერდება, ვით შეჯახება,კატასტროფა ჩუმი ნებისა,
ეს მამაძაღლი გაფიქრება ვერა ვიშოვე, ვერც ნაცრისფერი ბილიკები რბიან ხედებად, და სიყვარული სურვილებად ჩამოვიშორე, ვიცი რომ სიტყვა აქ ყოველი გაიყიდება,
ჩემო ვერაგო გაფიქრებავ სისხლო,კელიავ, ჩუმი მაისი ისარგებლე მარტო დარჩენის, მე ეს სიტყვები უთქვენობით გამომელია, რომ ვერ ვიხილე სამართალის სრული სარჩელი,
აქ სიყვარულად მარტოობით,ასე მელიან, რომ განშორებით მადლიერი, ჩუმი კედლები, ეს სახელური რომ იცოდე ძალზედ ძველია, და გადავხურე სახლის სხვენი და სხვას ვერ ვშვები,
ასე მარტივი გაღიმება თუ კი ხვალისა, ეს სიყვარული მარტოობით განაწამები, ვნახე,აყავავდა შემოდგომა სადღაც რთველისას, მე მომდიოდა ცრემლი, ვისმე განაცვალები...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. განზრაც ვარღვევ ხოლმე პუნკტუაციას,მეტი თავისუფლება ჩემი აზრით ახალი პერსპექტივებია,არ მეთანხმებით? განზრაც ვარღვევ ხოლმე პუნკტუაციას,მეტი თავისუფლება ჩემი აზრით ახალი პერსპექტივებია,არ მეთანხმებით?
1. პუნქტუაციას თუ მიხედავს ავტორი, იქნებ შინაარსი უკეთ გავიგო. დავუბრუნდები. პუნქტუაციას თუ მიხედავს ავტორი, იქნებ შინაარსი უკეთ გავიგო. დავუბრუნდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|