ნინო დარბაისელი
ლომი - გასაბერი (იგავ-არაკი)
ერთმა კაცმა იგუნება ზოოპარკში გზის გაგნება, იდგა დეკემბერი.
შესასვლელში იყო ტირი. იქ - მოიგო სუვენირი - - ლომი გასაბერი.
სხვა დროს აღარ დაელოდა, ბერავდა და მიდიოდა, ბერა ბევრი, ბევრი.
თვითვე შეკრთა, როცა ნახა დაფჩენილი ფართოდ ხახა, წაუვიდა ფერი.
მაიმუნებს ჩაუარა, რა დიდი და რა პატარა, სად არ დანაჭერი.
დაინახა იქ ზებრაც და, სპილოებსაც როცა გასცდა, დადგა ლომის ჯერი.
ღრიალებდა მართლა ლომი უმი ხორცის, სისხლის მდომი, სურდა გასატკვერი…
თავს გაასწრო, წინ გავარდა, და ხელიდან გაუვარდა უცებ ყველაფერი.
ეგდო - ლომი გასაბერი, სათამაშოდ შესაფერი, იდგა - ლომი მტერი!
რა ნაღდი და გასაბერი?! - იგავია ამისთანა, სათქმელ-დასაწერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაკი ჩვენი ერთადერთი მკითხველი - მუხა არა და არ გამოჩნდა, მის იმედად უკვე ვეღარ ვიქნებით. რა გაეწყობა! იმედია, სერიოზული პრობლემა არაფერი აქვს. ხვალინდელი დღე - ასე მაქვს დაგეგმილი. რურუადან ჩავყვები და ამას წინათ საიდანაც დავიწყე, იქამდე მივალ. მანდ მაგ დროს ღამე იქნება და გათენებულზე მაინც თვალი გეჭიროთ აქაურობაზე. ძველებს შევახსენებ, ხოლო ახლებს ვაცნობებ, რომ ძალიან მიყვარს, როცა ავტორი არ ეთანხმება ჩემს აზრს და შეძლებისდაგვარად, არგუმენტირებულ პასუხს მცემს. ცხადია, ურთიერთობის ეთიკის დაცვით.
რაკი ჩვენი ერთადერთი მკითხველი - მუხა არა და არ გამოჩნდა, მის იმედად უკვე ვეღარ ვიქნებით. რა გაეწყობა! იმედია, სერიოზული პრობლემა არაფერი აქვს. ხვალინდელი დღე - ასე მაქვს დაგეგმილი. რურუადან ჩავყვები და ამას წინათ საიდანაც დავიწყე, იქამდე მივალ. მანდ მაგ დროს ღამე იქნება და გათენებულზე მაინც თვალი გეჭიროთ აქაურობაზე. ძველებს შევახსენებ, ხოლო ახლებს ვაცნობებ, რომ ძალიან მიყვარს, როცა ავტორი არ ეთანხმება ჩემს აზრს და შეძლებისდაგვარად, არგუმენტირებულ პასუხს მცემს. ცხადია, ურთიერთობის ეთიკის დაცვით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|