ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2026


შემოდგომა ან ზამთარი

გზას გაუდგა შემოდგომა უკვე,
ქარი ფოთლებს მიაქროლებს სადღაც
მოიცადე, მე ხომ ვიცნობ ზამთარს,
დამიტირებს ის შენსავით მართლა?

დამაცადე ორი წვეთი დამრჩა,
ეს წვეთები იღვენთება ცრემლად,
თუ შემიშრობს ცრემლს ნოემბრის ქარი,
ზამთრის მოსვლას გაპატიებ ალბათ,

ჰა, ნოემბრის 23-იც გაქრა,
ვეღარ სჯობნის დღე სიბნელეს ღამის,
მომიცადე ნუ აჩქარებ ნაბიჯს,
თორემ ზამთარს მივეკედლო ლამის,

მაინც ცდილობს შემოდგომა გაპარვას,
ქარი ფოთლებს მიაქროლებს ხმაურით,
„წადი, უკვე ვეფერები დეკემბერს,
ნუ ატეხე ერთი აურზაური“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები