ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიმი
ჟანრი: თარგმანი
29 იანვარი, 2026


ბრენდონ სანდერსონი - ომის რიტმი, ელის ფიქრები

მოუთმენლად ველი ადამიანებზე ბატონობას. 

წოდება და რიტმები იმის გამო წამართვეს, რომ ვირწმუნებოდი: ისინი კი არ უნდა ამოვხოცოთ, არამედ გადავაკეთოთ. გამოვიყენოთ. 

კაცთა მოდგმა ხომ იარაღია. ჩვენ, მომღერლები, განა ვნებებს არ ვეთაყვანებით? ნუთუ შეიძლება, ვნებათა ასეთი კარგი ჭურჭელი მოვისროლოთ? 

მათი ხელოვნება შემიყვარდა. ისინი ჩვენ ღვთიურად გამოგვსახავენ - წითელ ჩრდილებად და შავ ხაზებად. დემონებად და საზარელ არსებებად აღგვიქვამენ: მთელ თავიანთ შიშსა და ძრწოლას გვიძღვნიან. 

კაცთა მოდგმისთვის ჩვენი სახეები სიმბოლოდ იქცა. ამის ექოს მათ ხელოვნებაში ჯერაც შეხვდები, ამ დაბრუნებამდე რამდენიმე საუკუნით ადრეც კი. 

შეხედე მათ ბრძოლას. იხილე მათი წვალება, მათი უარი, დანებდნენ. კაცთა მოდგმა ქვებს ნებისმიერი როშარული ხვიარასავით მძლავრად ებღაუჭება. 

კაცთა მოდგმა ხომ სიმღერის და ლექსის დარია. 

ასეთი რბილნი, თან როგორღაც მტკიცე არიან. 

ასე ნაირნი - მაინც მძაფრები. 

ასე უგზონი, მაინც სადღაც მიისწრაფვიან. 

დაბნეულები - მაინც არმცდრები. 

ბნელში ჩასულან, თან როგორღაც, სხივად. 

ნათლები. 

ასე რომ, ბოლოდროინდელი მოვლენებით სულაც არ ვარ უკმაყოფილო. 

როშარი უფრო დიდი ომისთვის გაერთიანდება. 

და მე ამაყად ჩავუდგები სათავეში ადამიანთა ლეგიონს. 

ისინი არ უნდა უარვყოთ - თავიანთ მიზნამდე, უკანასკნელ ვნებებამდე მიღწევაში უნდა დავეხმაროთ. 

დიახ, მოუთმენლად ველი ადამიანებზე ბატონობას. 

თითქმის ისევე მოუთმენლად, როგორც შენს მსახურებას, ახალო ███████████. შენ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ერთი მათგანი იყავი. შენ გესმის. შენ ხარ ის ღმერთი, ვისაც ველოდი.


- ელის ფიქრები, უკანასკნელი ათიდან პირველი დღე.

https://coppermind.net/wiki/El


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები