 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2026 |
ჩვენ წინა ცხოვრება ერთად გვაქვს გავლილი, სულები შევხვდით და დრომ აღარ დაიხანა, ფეხმორთხმით ვისხედით ფარდაგზე ორნი და ისე მშობლიური აღმოჩნდა ჩაიხანა. გიცქერდი შავსა და უძირო თვალებში, შენ ადრე უფლისწულს, სულ ადრე მეომარს, მახსოვდა და მაინც ვცდილობდი აღდგენას, კიდევ სად მენახე, ვიკრებდი მხნეობას. იქ ჩაის სურნელი, მოსავდა გარემოს, და აღმოსავლეთის დახტოდნენ ფერები, თუ ადრე მიყვარდი, თუ ადრე გეტრფოდი, რაღატომ გაგიშვი ერთბაშად ხელები?! „დამიგვიანდაო, გძებნე და ვერ გპოვე“- რომ წარმოვედგინე თვალებსაც ხუჭავდა, შენ დედოფალიო, მე შენი მედროშე, გელოდებოდიო გრძნობების ქუჩასთან....
თუ წინა ცხოვრება ერთად გვაქვს გავლილი, თუ აქაც შევხვდით და ფიქრებმა დაიხანა, მე ისევ მოვტყუვდი გრძნობების ცეცხლით და დავრჩით კვლავ სიჩუმე, ჩაი და ჩაიხანა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, რომ კითხულობთ ჩემო კარგებო მადლობა, რომ კითხულობთ ჩემო კარგებო
2. დაიხანა - ჩაიხანა. კარგია. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ლექსი და მეტ ნაკლებად, ოსტატის სუნთქვაც მეჩვენება. სატრფიალო ლირიკის განწყობა კარგადაა გადმოცემული. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ერთ ერთ უძველესა და მრავალმხრივ განვითარებულ ჟანრში რაიმე ახალი წვლილი შეაქვს, და ალბათ ეს არც უნდა მოვთხოვოთ, +2
დაიხანა - ჩაიხანა. კარგია. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ლექსი და მეტ ნაკლებად, ოსტატის სუნთქვაც მეჩვენება. სატრფიალო ლირიკის განწყობა კარგადაა გადმოცემული. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ერთ ერთ უძველესა და მრავალმხრივ განვითარებულ ჟანრში რაიმე ახალი წვლილი შეაქვს, და ალბათ ეს არც უნდა მოვთხოვოთ, +2
1. ლამაზი ლექსია ლამაზი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|