ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2026


ღია წერილი

დილამშვიდობის დედაჩემო ამა და ამ წლის
ცხრამეტ ნოემბერს თქვენი შვილი პატივისცემით,
გწერთ ოთახიდან სადაც სცივა, უგულოდ აწვიმს
და სიჩუმესაც ნაყვირალი სტკივა მუცელი...

და ,,პური ჩვენი არსობისა" ფინჯან ჩაისთან
წყალში დალბობილ ოცნებებით, წერით, სიგიჟით,
ცივ ქუჩებიდან ყრუ ძახილით მოდის šaitān
ქალაქში სადაც ყველა მიღრენს გიჟის იმიჯის
გამო. წერტილი უკვე ჩემზე ვრჩები საუბარს
გადაუფრინეს ყვავ-ყორნებმა დანგრეულ სახლებს...
და მოაქვთ ქარებს სუიციდის მსგავსი აურა
ყულფყელნაჭერი ამინდიდან
და უფრო ახლა,
ყველაზე მეტად იოლია ვიკითხო როგორ
ჩამოაქვთ ხარებს ძველი ურმით ზამთრისთვის შეშა,
ხომ არ გათხოვდა გაღმა სოფლის პატარა გოგო
ჩვენს ვარიებზე თუ ილესავს მელია ეშვებს;

სოფლის კალოსთან თუ მომწიფდა ბებერი მსხალი
ჩემს მგლურ გულიან სოფლის ბიჭებს ხომ არა უჭირთ,
აქ ხომ დღითიდღე დასარჩენად ხესავით მსხლავენ
რომ მთელი რიგი ირონია ქვასავით მუჭში,
მოვიმწყვდიო და მოვისროლო
სადღაც ან სადაც
გამომამწყვდიეს.  პირობითი სასჯელი სწავლის,
როცა მთვარესაც ავ ძაღლივით რაფასთან აბამს
შემოღამება ბახუსის და ტკივილის გავლით.
და არც ეს დილა განსხვავდება სხვებისგან.  მეტიც;
შენთვის კარგი და ჩემთვის კიდევ ძალიან ცუდი,
შვილი ვარ რადგან აღარ გკითხე ,,როგორ ხარ?" ვეტო.
დავადე სიტყვებს.  გულით გამთბარს , ასე რომ თუ კი
ვინმე მიკითხავს (როგორ არის)  თავდახრით,  რიდით,
ღრმა მოწიწებით,  სიყვარულით,  პატივისცემით.
-შენ შეაგებე ყველა მკითხველს თუ პირფერს რიგით
რომ ისევ ის ვარ,  ისეთივე აღარ ვიცვლები.

შენთვის კარგი და ჩემთვის კიდევ ძალიან ცუდი
პოეტი შვილი სამსახურის,  ფულის, გარეშე,
ის ფოთოლი ვარ,  გულყვითელა რომელიც უცდის
ცისფერი ყინვა ქარში როდის აათარეშებს.

2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები