ვიცი, რომ ელი წერილებს ჩემგან, ო, როგორ მინდა, რომ ვწერდე შენთვის… რა ვქნა, ტკივილებს ჩემგან შორს რეკავ, რადგან მიყვარხარ, გიყვარვარ, მერთვი.
რომ ვწერდი, სევდის გახლდი მდევარი. შენამდე ყინვა სულ კანს მათლიდა. წარსულს - პეიზაჟს ნაზად მთოვარეს ვუყურებ აწმყოს თბილი კალთიდან -
ერთ ცხოვრებაში დავიდეთ ბინა, და გამოშრეტილს - მავსებ და მათრობ. ნუ დამიბრუნებ ტკივილებს, წინას - ტკივილის ლექსებს როგორმე დავთმობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|