ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: თარგმანი
24 მარტი, 2009


ილდიცი (II)

  ილდიცს სამი თავგადაპარსული სკინის გამოჩენის ეშინოდა. რა თქმა უნდა ხედავდა, რომ ბოლო თვეში გერმანელები უკვე შეტევაზე გადმოდიოდნენ და ეხლა უკვე მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ. ასეთი რამ მას მხოლოდ ტელევიზორში ენახა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, არ ეგონა თუ მასაც შეემთხვეოდა მსგავსი რამ. "ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია აქ ვცხოვრობთ" - ფიქრობდა ის,
  ილდიცმა იცოდა, რომ მურატი მეგობრებთან ერთად კედლებზე საპროტესტო პლაკატებს აწებებდა. მურატის მეგობრებიც უცხოელები იყვნენ და ისინიც იჩაგრებოდნენ. მშობლებმა არც კი იცოდნენ მათი ვაჟის საქციელის შესახებ. " ჩვენ არ დავეცემით, თუ თავს დაგვესხმებით საპასუხო დარტყმასაც მიიღებთ."-  ამბობდა მურატი.
  მაღაზიის გვერდით, პირველ სართულზე, პატარა ბიურო იყო გახსნილი, ეს ფატმა ტოლუკის  კაბინეტი იყო. აქ ის წერდა წერილებს, აღრიცხავდა დანახარჯებს, ტელეფონით ესაუბრებოდა კლიენტებს. საწერ მაგიდაზე კომპიუტერი იდგა. კომპიუტერით ის  იმ ინფორმაციას აგროვებდა, რომელიც მაღაზიისთვის  სჭირდებოდა. ქალი ქმარს ეხმარებოდა და სერდალ ტოლუკიც ამაყობდა ცოლით, თუმცა არაფერს ამბობდა.
  როდესაც ურლიკემ და მარკუსმა ილდიცს ჭრილობის შესახებ ჰკითხეს, ილდიცმა მათ ახალი ტყუილი უამბო, თითქოს საჭეს ჩამოარტყა თავი, როდესაც ველოსიპედი სარდაფში ჩაჰქონდა.
  რა ლამაზად შეძლებია ტყუილის თქმა! აქამდე კი არ უცდია, ახლა კი, ამ ჭრილობის გამო, უკვე მეორედ იცრუა.
  როცა ილდიცი სახლში დაბრუნდა, დაინახა რომ დედამისი ტიროდა.
  - რა მოხდა? - იკითხა ილდიცმა
  - მამაშენი გაგიჟდა! უნდა რომ პოლიციაში წავიდეს, გესმის? პოლიციაში.. - დედას დამშვიდება არ შეეძლო, ის ტიროდა და დროებას ლანძღავდა. ილდიცი მერე და მერე მიხვდა, თუ რატომ განიცდიდა ასე დედა ამ ამბავს.
  ღამით ვიღაცამ სატვირთო მანქანა დაფხაჭნა და ოთხივე საბურავი დაუხვრიტა. ამის შემდეგ სერდალ ტოლუკი მანქანას ქუჩაში აღარ აყენებდა. ის იძულებული გახდა საკუთარ, პატარა ეზოში გაეჩერებინა თავისი სატვირთო.
  "დაფხაჭნეს, დაამტვრიეს ილი! ჩვენი მანქანა, გესმის? რა უნდა ვქნათ ახლა? რაღაც უნდა გავაკეთოთ, მამაშენს კი სურს ყველაფერი პოლიციაში განაცხადოს, ამით ვერაფერს მოვიგებთ, ერთადერთი ის მოხდება, რომ მერე დაკითხვებზე ვივლით, ჩვენი ამბავი მათ კარტოთეკაში მოხვდება."
  ილდიცი დაფიქრდა, მიხვდა, რომ ეს ამბავი შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც შეეძლო, მშვიდად საუბრობდა,'
  - დამშვიდდი დედა, ისინი დამნაშავეს იპოვნიან.
  - ეს აუცილებლად ჩვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება და მერე ჩვენ რა ვქნათ? ამ ქვეყანაში ჩვენ სამართალს ვერ ვიპოვნით.
  - ნუ გეშინია, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - ამშვიდებდა ფატმას, თუმცა თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი ნათქვამის.
    სამზარეულოს მაგიდაზე გაზეთი იდო. ილდიცმა სათაურს შეხედა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა. "უცნობი სკინჰედები ქვებს უშენენ უცხოელებს!" ილიმ სწარფად გააყოლა თვალი სტრიქონებს. "სამი ახალგაზრდა...სადგურთან ახლოს...უცნობ მუქთმიან გოგონას კაიზარის ქუჩაზე..." ილდიცს ასოები და სტრიქონები ერთმანეთში აერია, შიშისგან თვალები დახუჭა, აკანკალდა და გაზეთი ისევ მაგიდაზე დადო.
  - შენ ეს წაიკითხე - თითით აჩვენა დედამ  - "ქვებს ესვრიან ადამიანებს" თანაც კაიზერის ქუჩაზე, ჩვენგან 10 წუთის სავალია...ღამით კი ჩვენი მანქანა დაფხაჭნეს. ილი, აქედან გაქცევა მინდა.
  ილდიცი დიდხანს ცდილობდა დედის სიტყვებს ჩასწვდომოდა. რისი თქმა სურდა ამით? ნუთუ უკან...თურქეთში, სადაც ის დაიბადა და მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.
  - დედა, ამას სერიოზულად ამბობ? მე აქ დავდივარ სკოლაში და თურქულიც არც ისე კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო იქ?
  ილდიცი მიხვდა, რომ მას რაც შეემთხვა არავითარ შემთხვეაში არ უნდა გაეგო არც დედას და არც მურატს, წინააღმდეგ შემთხვევაში მურატი მეგობრებს უამბობდა და სისხლი დაიღვრებოდა.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები