ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2026


სულის მეგობარს

ზამთრის ცივ დღეებს გამოვყევი დედამიწაზე,
დაბადებიდან ვისურვებდი ახლოს მყოლოდი,
იმაზე ადრე, ვიდრე შობა შემობრძანდება,
ვიდრე სულებში ამოწურავს ყველა მოლოდინს...
შორს ხარ, და მაინც ეს სიშორე უფრო ახლოა,
არ გამოდგება დრო და ჟამი ახლა ყალიბად,
შენი ხმის ტემბრი დაუვიწყარ ფერებს ინახავს,
დასავლეთის ქარს ჩასჩურჩულებს ერთი ცალი ხარ..
ახლა ღამეა, ძველ თბილისში სუფევს სიჩუმე,
მერე გარიჟრაჟს გადაუვლის ფერი დიდების,
მე არვინ მიცნობს  ასე ალბათ, სიღრმისეულად,
არც არავინ მგავს, ზუსტად ვიცი, დანამდვილებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები