ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2026


ღვთისმშობლის სეხნია ხარ...

შენ გქვია მარიამი, ღვთისმშობლის სეხნია ხარ,
შველივით სევდიანი, შველივით საოცარი...
რამდენჯერ შენი ქვეყნით შენც დაგიკვეხნია... ხმა
გაქვს გულში ჩამწვდომი და გწყალობდეს სალოცავი.

ღვთისმშობლის სეხნია ხარ, იმ ერის ჯიშის, გულის
ფიცარზე ,,დიდგორი“ რომ ამაყად აწერია...
მწამს სილამაზისა და გულწრფელი სიყვარულის,
ეს წრფელი სტრიქონები - პოეტის ნაწერია.

ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები