ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2026


მეგობარს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეგობარს

(შექსპირული სონეტი -ვინც მიცნობს, იმწამსვე მიხვდება, ვისზეა, ვინც არა -  ცნობისმოყვარეობის საღერღელი უნდა აეშალოს და ცოდოა.)


როცა შენს  სურათს  სხვის კედელზე გადავაწყდები,
მე - ცრემლი მდის და შენ  - იღიმი,  აწ გარდაცვლილი.
შენი წიგნების  მაგონდება დამცვდარი ყდები,
სულ კამათები, გაბუტვის დღე,  მის  გარდა  - წვლილი.

გული მომთხარე. დამრჩა ორმო -  შენი ნათხარი.
უმეგობრობა  - ეს ყოფილა - კენტად რებაო…
სხვის გაკილვაში სხვათა ამყოლს, გახსოვს? -  მითხარი:
,,მე -  შენგან მიკვირს, გოგო, შენ არ გეკადრებაო!”

სხვაფრივ უთქმელმა -  დამაღონე  რარიგად,  მწარედ.
იმ ნათქვამს სჯობდა,  ენა პირში სულ არ მდებოდა,
მე - შერცხვენილმა სიმწრისაგან  ვერა ვაწამე.
თავსამართლებლად  არ ვიცოდი, რა მომებოდა!

ესეც -  აღმართი, შენი  ეზო - ძველთბილისური…
გაზაფხულია. ნედლი ოფლის  დგას თბილი სუნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები