ავტორი: ველისციხელი ჟანრი: იუმორისტული 23 მარტი, 2026
პარეიდოლია
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
აი, კიდევ! - ტაძრის კედელზე ვიღაც გამოისახაო, ფეისზე სერიოზულად მსჯელობენ, ურთიერთსაპირისპირო ვერსიები ჩნდება… კარგით, რა! ჩვეულებრივი გამოვლენაა - ფსიქიკის უნარი - და არა სენი - სხვადასხვა საგნებში გამოსახულებათა აღმოჩენისა)
ნინო დარბაისელი
პარეიდოლია
ფეისზე რა ხრიდოლია?! - ეს მერამდენედ ოლია, პირსავსე მთვარე - დოლია, ცაში - ღრუბლების დოლია, მიწაზე - ხორბლის დოლია, თუ ციხის რამ გოდოლია? აკადემია ინდური? - საწვრთნელი - “ბარბადოლია”? გიშველის - ვალიდოლია, დაღლილ ფსიქიკას სჩვევია ასე - პარეიდოლია!