ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2026


მზიანი ღამე (მის უწმინდესობას)

რანაირი განცდაა, გულს ლახვარი ესობა,
თუმცა ტკენით არ გვტკივა, თქვენო უწმინდესობავ.

ვტირით, მაგრამ უცრემლოდ, დარჩენილნი ობლებად,
ცრემლი გამოგვილია თქვენმა საგალობლებმა.

რამდენი რამ გაკადრეს, ვის არ შეგადარეს, ო...,
თქვენ კი უხმოდ ითმენდით, ჩვენო უნეტარესო.

ჩვენთვის მძიმე მარხვაა, თქვენთვის აწი ხსნილია,
ანგელოზნი ხარობენ - მოვიდაო ილია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები