მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2026
როგორც ბაგეს დაკოცნილს...
გოგოვ, რარიგ წარმტაცი ხარ,
რა ტანადი, რა მორცხვი...
დაგილოცავ სილამაზეს,
როგორც ბაგეს დაკოცნილს.
გოგოვ, ჰოი, როგორ მინდა
ჩავეხუტოთ ერთმანეთს...
და ჩვენ ორნი ვგავდეთ თუნდაც
ჭაჭის არყით შემთვრალებს.
ეს მინდოდა ლექსად მეთქვა,
თუმც კიდევ მაქვს სათქმელი:
ვიდრე ჩემი გულის ფეთქვაც
გესმის, გლოცავ ქართველი.
მთის შველივით მომნუსხველი,
შვლის ნუკრივით ხარ მორცხვი...
გაუმარჯოს სილამაზეს,
როგორც ბაგეს დაკოცნილს.
ოთარ რურუა
2026
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
სიყვარულიანი და კოცნიანი ლექსი.
სიყვარულიანი და კოცნიანი ლექსი.
მუხა.
2026-03-28 17:29:05
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
19.10.2026 11:57:27