ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2026


გვეყო რა

დრო არის დავტოვოთ მსოფლიო მე და შენ,
თუ არ გაქვს განწყობა და გავხარ დარდიანს,
და თუნდაც უჩვენოდ ფერები იცვალოს,
ზევით ხომ უძირო თვალებით დადიან...
სათქმელს თუ ვერ ამბობ ვერასდროს თამამად,
სიტყვების დამალვით რამე შეიცვლება???
და გვადევს ბორკილი სათქმელის გადაღმა,
რომელსაც დავარქვით - „ეს არ შეიძლება!!!“...
"ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ.
საკმაოდ ვიცხოვრეთ მიწაზე...
                                                  .....გვეყო რა...."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები