 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 მაისი, 2026 |
ლეილა აბაშიძის გახსენება
მიყვარს ფილმების ყურება, ვით ჩემი სადილ-სამხარი... ხან მზევინარი მაოცებს, ხან კიდევ ვარდისახარი.
ისევ ვუყურებ ,,ჭრიჭინას“, თან ცხვება ლექსი ახალი, მე მაინც მზევინარი და მირჩევნის ვარდისახარი.
მხიბლავს ,,შეხვედრა წარსულთან“, აკიას შეყრა ნინოსთან, ისე უყვარდა ექიმი, ვით მარგარიტა - ფიროსმანს.
თუმც არასოდეს მქონია შეხება მხატვრულ კინოსთან, ერთ როლს მეც ვითამაშებდი, თუნდაც მკლავმოჭრილ დიდოსტატს.
ვიხსენებ სულმნათ ლეილას, გულიც მარტოდენ ღვინოს სვამს... მას ისე არ დავივიწყებთ, როგორც გრანელს და ფიროსმანს!
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოთარ ბატონო თქვენ ფილმიც გიყვარს, სიმღერა და ცეკვა , რაც მთავარია ადამიანის სიყვარული იცით . ოთარ ბატონო თქვენ ფილმიც გიყვარს, სიმღერა და ცეკვა , რაც მთავარია ადამიანის სიყვარული იცით .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|