როგორ უნდა გააგრძელონ ეხლა ცხოვრება? დედას არასდროს არავისთან უსაუბრია იმის შესახებ, რომ უკან დაბრუნება სურდა. პირიქით, იმას ამბობდა რომ ილდიცი ჭკვიანი გოგონაა და მან უნდა ისწავლოს. თუმცა ბაბუა სულ სხვას ფიქრობდა. „სწავლა? გოგონა გათხოვდება, ასე უნდა ალაჰს. თანაც, მეჰმედი არ დაიწყებს ლოდინს, თუ როდის დაამთავრებს სწავლას ილი.” ეს მოხდა არდადეგებზე, ბებია-ბაბუის სახლი სავსე იყო სტუმრებით. მეჰმედიც იქ იყო. ერთი ახალგაზრდა, მურატის თანატოლი. იმაზე, რაზეც ბაბუა საუბრობდა, არცერთს არაფერი უთქვამს. იქნება ასევე ბიძა უფუკის გამო ჰქონდა შიში დედას? თითქმის თვე იყო, რაც უმუშევრად დარჩენილი უფუკი ოჯახთან ერთად უკან, თურქეთში აპირებდა დაბრუნებას. დეიდა იუსელი და ქალიშვილი პინატი, თავსაფარს ატარებდნენ. პინატი იძულებული იყო, სკოლაში ასე წასულიყო, თუმცა, მადლობა ღმერთს, მამამისი არ იყო ასეთი მკაცრი და შვილს უფლება მისცა უთავსაფროდ ევლო. სადილის შემდეგ მშობლებმა საუბარი ისევ სატვირთო მანქანაზე წამოიწყეს. - მე აქამდე ყველასთან კარგად ვიყავი, გერმანელებთანაც და თურქებთანაც, არ ვიცი რატომ მოხდა ეს ყველაფერი – თქვა მამამ. ფატმა ტოლუკმა ჭურჭელი აალაგა. - შემიძლია გითხრა ამის მიზეზი სერდალ! ისინი ნაცისტები არიან, განასხვავებენ გერმანელებსა და უცხოელებს, წვავენ ჩვენს სახლებს და იტაცებენ ხალხს. უნდათ სახლებიდან გაგვყარონ. მე აღარ ვაპირებ ვატარო თავსაფარი, რომელიც იუსელმა მაჩუქა. რა საჭიროა? ყველას უნდა დავანახოთ რომ თურქები ვართ? დედის ნათქვამმა ილდიცი გააოცა. “უკვე აღარ ეშინია” – გაიფიქრა მან. თუმცა ქალის სიტყვებზე მამა გაფითრდა, სახე სულ გაუნაცრისფრდა. - სერდალ! – დაიყვირა ფატმამ და პიჯაკი გაუხსნა. ისევ გული… ვიდრე მამა მაღაზიაში წავიდოდა, დედა ილისთან საუბრობდა. - ილი, ნამდვილად სახლში ვიყავი? აქ თუ იქ? ზოგჯერ ცუდად ვარ…იცი, ხანდახან დედა მესიზმრება, რომელიც ცაზე ვარსკვლავს მიჩვენებს, მგონია, რომ ეს ცისკრის ვარსკვლავია. ეს ადრეც ხდებოდა, სანამ შენ ქვეყნიერებას მოევლინებოდი, დედა მენატრებოდა და მას ხშირად ვნახულობდი. ამიტომ დაგარქვით ილდიცი. ილიდიცი ვარსკვლავს ნიშნავს. ორი დღის შემდეგ სერდალი თავის ცოლისძმასთან ერთად სამშობლოში უნდა გამგზავრებულიყო. - დარწმუნებული ვარ, რომ უფუკს იქ სამუშაოს შოვნა შეიძლია, მას ჩემი დახმარება სჭორდება. თანაც ბაბუაც ცუდადაა. გარდა ამისა, მინდა მიწის ნაკვეთი შევათვალიერო, მომავალისთვის…” - და ფატმას გაუღიმა. მაღაზია ღია უნდა დაეტოვებინა. მისი მეგობარი ხილსა და ბოსტნეულს მოიტანდა ხოლმე ბაზრიდან, ილდიცი სკოლის შემდეგ დედას დაეხმარებოდა. მურატი კი ამ ყველაფერს ყურადღებას მიაქცევდა. ილი გაბრაზებული იყო: "ყველაფერს ჩვენ უნდა გავუძღვეთ! მარტო!” რა თქმა უნდა, მამის თვალში მურატი უკვე სახლის უფროსი იყო. ის და დედა გახარებულები იყვნენ. იცოდნენ, რომ მათ უფრო ცუდი მეხსიერება ჰქონდათ ვიდრე შვილს, სწირედ ამიტომ, ენდობოდნენ და ამაყობდნენ მისით. “რად უნდა მამას ნაკვეთის ნახვა?” – ფიქრობდა ილდიცი. ის იმედოვნებდა, რომ სერდალი ჩამოსვლამდე აღარ შეეხებოდა ამ საკითხს. რა უნდა გააკეთოს სამშობლოში? ნუთუ იქაც მაღაზია უნდა გავხსნათ? თანაც აქ დადის სკოლაში, მურატიც ავტომექანიკას სწავლობს და ჯერ არ დაუმთავრებია. ილდიცი გრძნობდა, რომ სხვა მიზეზიც იყო, რის გამოც მამამ ეს მოგზაურობა მოაწყო. ნუთუ ყველაფერის დატოვება უნდა? მასაც ისეთივე შიში აქვს, როგორიც დედას? იქნებ რაიმე პრობლემა არსებობს ოჯახში, რაც მან ჯერ კიდევ არ იცის? კითხვებით იყო დაკავებული მისი გონება. ხშირად, სწორედ ამიტომ იჯდა გაკვეთილზე უყურადღებოდ. “სამწუხაროა” – ამბობდა შემდეგ – “ყურადღების მოკრებას ვერ ვახერხებ.” შესვენებაზე მეგობრები ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რა სჭირდა, რაზეც გოგონა ყოველთვის გაუგებრად პასუხობდა. მას არ ჰქონდა აზრი, რის შესახებაც შეეძლო საუბარი. თავში ყველაფერი არეოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. :D რომელია და ორივე მე ვარ, დღეში ორს ვდებ ხოლმე :) ერთი თარგმანი, ერთიც ისე... :D რომელია და ორივე მე ვარ, დღეში ორს ვდებ ხოლმე :) ერთი თარგმანი, ერთიც ისე...
6. აუ მეთქი ეს ორი ლიკა ერთად ნაწარმოებებში რომელი და რომელიათქო ..:D აუ მეთქი ეს ორი ლიკა ერთად ნაწარმოებებში რომელი და რომელიათქო ..:D
5. მომეწონა თარგმანი!!! დიდი პროფესიონალიზმით არ გამოვირჩევი ამ მიმართულებით, მაგრამ... მომეწონა თარგმანი!!! დიდი პროფესიონალიზმით არ გამოვირჩევი ამ მიმართულებით, მაგრამ...
1. კარგი თარგმნაა. კარგი თარგმნაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|