ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2026


მარცვლები

***
საოცარია,
კლდის ნაპრალებში,
მზეც და ქარიც ერთნაირად ცდილობს გაძრომას.

სიზმრად
სიტყვებში დავცურავდი, როგორც თვარაძე,
გამოვიღვიძე და მეც მათთან ერთად ფსკერზე აღმოვჩნდი.

დემენცია

უშედეგოდ ვცდილობ, გავიხსენო,
ვინ ვიყავი შენთან შეხვედრამდე.

***
წვიმის დროა!
პირველი წვეთები უფრო მძიმედ ეხეთქებიან
დამსკდარი მიწის ზედაპირს.

***
ცამ ჩამოცრემლა ტირიფების ტოტებს ფოთლები,
ჩვენ კი - კვლავ ღრუბლებს ვუმშრალებთ ღაწვებს.


***
ხვატია.
მიწას ობლის ცრემლიც
მხოლოდ წვიმის წვეთი ჰგონია.

საფლავთან

ცრემლი მოიწმინდა და ცას ახედა.
მიხვდა,
რომ ცამდე მხოლოდ ლოცვები აღწევს.

ბედისწერა

მამას დაჰყავდა სათევზაოდ
და მან ასწავლა ყველაზე მტკიცე ყულფის შეკვრა.
წუხდნენ მეზობლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები