როდესაც იჩაბოდ კრეინმა შავსამოსიანი უთავო მხედარი ნახა, თავისსავე უსაშველოდ შავ რაშზე, ალბათ იფიქრა, რომ სამყაროში ყველაზე უიღბლო იჩაბოდ კრეინი იყო.
იმ მომენტში, სადღაც გაქრებოდა სიყვარული კეტრინისა და სიძულვილი ბრონ ბრონსისა. მხოლოდ ორნი სამყაროში - აბჯარასხმული უთავო მხედარი და იჩაბოდ კრეინი.
დაგიჯერებს, ვინმე, იჩაბოდ კრეინ?! გახდები, ამ ამბის მოყოლისას ბრონ ბრონსის კლოუნი?! იფიქრებს, კეტრინი, რომ გარეკე, ბიჭო?! მხოლოდ თქვენ ორს გჯერათ თქვენივე თავების, შენ და იმ თავდაკარგულ უბედურებას.
მაგრამ მაინც, შენ ყველაზე იღბლიანი იჩაბოდ კრეინი ხარ, იმიტომ რომ მხოლოდ ვაშინგტონ ირვინგის მოთხრობაში ცხოვრობ და იმ "ვოლტ დისნეის" მულტფილმებში, სადაც ფონად მუდამ თან გსდევს შენ სამყაროზე ზედგამოჭრილი ოპერა.
კიდევ კარგი, რომ მოთხრობაში ხარ, სადაც სიფილისით არავინ კვდება, კბილიც არავის ტკივდება და ჯერ არ აღმოუჩენიათ დინოზავრის ნაკვალევი - ამიტომ ხარ ყველაზე იღბლიანი იჩაბოდ კრეინი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|