ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2026


განთიადიდან



დღეს თუ ვინმე ბატონობს,ბატონობას არ ვჩივი,
დღეს თუ ვინმე ბობოქრობს,ბობოქრობის ბრალია,
ცაში ქრიან ხევები და თამაშობს არწივი,
არწივს არ სურს ტყვეობა და სამხეცე გალია.
საქართველოვ არწივო რატომ მოგიწყენია,
ჩვენი ერის საშველი ერთად დგომა ,იმედი,
და სამღერად სიონი და ეს ჯვარიც ჩვენია,
ბევრს რომ ფეხი დაგვიცდა და მაინც რომ მივედით.
აქ ჩვენ დიდი მტერი გვყავს და იღვრება მეგობრად,
აქ ჩვენსავით აგვისტო არვის დაუტირია,
თუ ეს სისხლის ყივილი ქარის ხმა რომ გვეგონა,
ბევრს მოვკვეთეთ მარჯვენა,ბევრიც გაგვიცინია.
საქართველოვ მერანო, გასწი გაგდის ბუღია,
არწივებო ყორნებად  ნუ დაიდეთ სათავე,
ჩვენი ერის საშველი ერთი მუჭა გულია,
მომავალში შვილები ჩვენზე მეტს რომ ნახავენ.
არა ჩვენი გმირები არ დაღვრილან უაზროდ,
არც თუ რამე რუმეა ჩვენი გამოსარჩლება,
შევეკედლოთ მთაწმინდას თუნდაც გვხრავდეს უვადოდ,
სვავი შემოჩვეული მტრად რომ გამოგადგება...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები