თქვენ წითელი კაბა გეცვათ, ყელზე მარგალიტის ბმულით. რაღაც ჩემში ისე შეცბა, თითქოს ხელი მიკრეს რულზე... აწვალებდით ხელში ჭიქას, უკვე დალეული ყავის. თქვენთან ჩემი ვნება იჯდა, თქვენს კალთაში ედო თავი.. ქიმია თუ რაღაც ერქვა, მყისიერად მოსულ განცდას. რაღაც კი მინდოდა მეთქვა, მაგრამ თქვენი მზერა ამცდა... სიმარტოვეს მშვიდად სვამდით, მაინც ვერ წავედი რისკზე... ჩემთან ყვავილივით გრგავდით, ძველ ლარნაკში, გრძელი კისრით... ისწორებდით თმას ყურს უკან, საყურე კი კრთოდა თითქოს. ახლაც ის მუსიკა უკრავს, ბარში რომ უკრავდა იმ დროს... დამრჩა ვერნაგემი გემო თქვენი მოწითალო ტუჩის. ჯობდა ბარში არ შემევლო, ხომ არ ჩამრჩებოდით გულში...