ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2026


ცხოვრება მკაცრი სიყვარულია

ამ შედუღებულ ნისლებს ისე განვიცდი როგორც,
მხატვარი თავის ტილოს და გულისძგერას ბავშვი,
აღარ ვარ ასე მშვიდად მიყვარდა ერთი გოგო,
მყავდა გულმკერდთან ახლოს და სითბოს ნაცვლად სახლში,
ახლა მარტოსულ ფხოველს,თავ გაპობილს და მხეცად,
გულში მალვით რომ მოსულს აღიღინებულ ხედებს,
სიტყვას წინსწრებით მავალს და გულის აზრის ხლეჩად,
გადმოღვრილ ცრემლს და ამბებს აწი ვინ დამიბედებს,
სიყვარულს მკაცრად მოსულს არა ჰქონია ფასი,
მისი სითბო და ელვა ახლა ცას მიწვდა მალვით,
ალბათ ამ დაყრილ ფარ-ხმალს უნდა გატეხვა ნავსის,
სხვენში ცა მქოდეს ტყვედ და თან ჩრდილი მქონდეს თავლის,
მითხარი შავფერ ნისლებს რატომ ეძახის ქარი,
რატომ ქუხს ასე მიწა უსიყვარულო გულში,
ამღერდა ჩვენი ლექსი და სიყვარულის ქნარი,
სევდა ვიხილე წასვლის ,სიცარიელე სულში,
მკაცრი ცხოვრების გამო,ვერ დავიძახებ ისევ;
მე შენ მიყვარდი მაშინ როცა გავძარცვე მიწა.
გამხეცდა ყოფა,ხანი და დავიბენი მყისვე,
მაგ შავ თვალების მიღმა თავი ჩემი რომ ვიცან,
ამ შედუღებულ ნისლებს ისე განვიცდი როგორც,
მხატვარი თავის ტილოს და გულისძგერას ბავშვი,
აღარ ვარ ასე მშვიდად მიყვარდა ერთი გოგო,
მყავდა გულმკერდთან ახლოს და სითბოს ნაცვლად სახლში.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები