მან ასე იცის, გამოგძიძგნის, კარგად დაგღეჭავს, პირველ ყოვლისა, მაგ ლურჯ თვალებს ამოგიბრმავებს, გულს ამოგჭამს, ღრმად ამოგთხრის, რომ თვითონ ჩაწვეს, არ წაბილწონ ღამით მხეცებმა. და ის პეპლები, უწინ მუცელში გადარევისგან დიაფრაგმას რომ ეხლებოდნენ, ახლა ფილტვებში გიკვდებიან ნელა, მტანჯველად. მან ასე იცის, ამას გიზამს, არ ებრალები. (შენი სამშობლოს სიყვარული თუ ხოცავს პეპლებს?) ჩემი სამშობლო ცხოვრობს ჩემს ზევით და ყოველ დილით თავს მახსენებს იმით, რომ ითვლის ჩემი ხის ჭერი, უსუსური, დაობებული, მის ჩამოშვებულ წყლის ნაკადის გაყინულ წვეთებს, მე კი მახველებს წითელ სისხლად დახოცილ პეპლებს. ჩემო სამშობლოვ, შენი ბინა ვერ იქნება ჩემსაზე დიდი, მაგრამ სიცივე ერთნაირი არ არის ყველგან... გთხოვთ, ამინდებო, შეიბრალეთ, ვისაც კი სცივა, ვისაც არა აქვს თავის სახლში თბილი ბუხარი და ვისი ზედა მეზობელიც კრონოსი არის... გთხოვთ, ამინდებო, შეგვიბრალეთ, ვისაც სამშობლომ ამოგვიჭამა, ამოგვივსო ლურჯი თვალები და ვის ბინაშიც სიცივე არის... მან ასე იცის, ასე შვრება, არ მოგასვენებს, ჯერ გულს გამოგჭამს, გამოაძღობს მისი ნეშტით შენს ყველა ჭიას, მერე კი ყოველ დღე და ალიონზე წყალს ჩამოგიშვებს, რომ დაგაჯეროს, არ უნდიხარ, მას არ სჭირდები. მაგრამ ასეა, სანამ პეპლები, შენი სისხლით გამომძღარები, კვლავ ისუნთქებენ ჩემს ფილტვებში შენსავე ჰაერს, სხვა რაღა გზაა? ისევ ჩაქუჩს ხელი მოვკიდე, ჭერს გავამაგრებ, არ ჩაგექცეს ფეხებქვეშ მიწა, არ ჩავარდე, არ დაეცე, შენ არ მომიკვდე, მაგ დამპალ ონკანს ვერ ვუშველი მაინც ვერაფერს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, მადლობა. მუხა, მადლობა.
1. დასაწუნი ლექსი არაა,მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო ვთქვა სიმართლე წაკითხვის შემდეგ , ჩემი სუბიექტური შეფასებით ლექსი მძიმე , სიღრმისეულად სევდიანი,პესიმისტური ჟღერადობის ხმებით არის გაჯერებული, თუმცა ეს არ არის ნაკლი, თუ ( ალბათობის თეორიას ) დავუჯრებთ ალბად ეს არის ავტორის შინაგანი ემოციის სრული წარმოჩენა,რაც დასაფასებელია, ამიტომ ჩემი შეფასება 5. დასაწუნი ლექსი არაა,მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო ვთქვა სიმართლე წაკითხვის შემდეგ , ჩემი სუბიექტური შეფასებით ლექსი მძიმე , სიღრმისეულად სევდიანი,პესიმისტური ჟღერადობის ხმებით არის გაჯერებული, თუმცა ეს არ არის ნაკლი, თუ ( ალბათობის თეორიას ) დავუჯრებთ ალბად ეს არის ავტორის შინაგანი ემოციის სრული წარმოჩენა,რაც დასაფასებელია, ამიტომ ჩემი შეფასება 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|